კორონავირუსი რუსთავის საკრებულოს დეპუტატის მეორე შვილსაც დაუდასტურდა - კვირის პალიტრა

კორონავირუსი რუსთავის საკრებულოს დეპუტატის მეორე შვილსაც დაუდასტურდა

ახალი კორონავირუსი რუსთავის საკრებულოს დეპუტატის მეორე შვილსაც დაუდასტურდა. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, პაციენტი თბილისში, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.

თავდაპირველად კორონავირუსი ბავშვის ბებიას დაუდგინდა, რომელიც ეროვნული ბანკის ფულის საცავის თანამშრომელია. მოგვიანებით, მის ქმარს, შვილს და შვილიშვილს. დღეს კი ვირუსი ოჯახის კიდევ წევრს დაუდასტურდა. საერთო ჯამში, აღნიშნულ ოჯახში კორონავირუსი 5 ადამიანს აქვს დადასტურებული.

"ინტერპრესნიუსი"