საქართველოში კორონავირუსით მე-3 პაციენტი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

საქართველოში კორონავირუსით მე-3 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ის 82 წლის იყო. ცნობისთვის, ეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მე-3 შემთხვევაა.

"დღეს სამწუხაროდ, ჩვენს ცენტრში დაფიქსირდა კოვიდ-19-ით გარდაცვალების რიგით მე-3 შემთხვევა ქვეყნისთვის და პირველი ჩვენი საავადმყოფოსთვის. მინდა გითხრათ, რომ ეს გარდაუვალი იყო. ეს იყო 86 წლის ქალბატონი, რომელიც 2 კვირაზე მეტია ჩვენთანაა. პრაქტიკულად, ეს იყო ყველაზე მძიმე პაციენტი ალბათ, რაც კი ეპიდემიის დაწყებიდან შემოსულა კლინიკაში. გარდა იმისა, რომ ის 86 წლის იყო, მას ჰქონდა მძიმე თანმხლები ნევროლოგიური დაავადება, ჰქონდა მძიმე ორმხრივი პნევმონია, რომელიც შეფასებული იყო მაქსიმალური 24 ქულით, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, არ იყო დარჩენილი ჯანმრთელი ფილტვის ქსოვილი, ჰქონდა მძიმე სეფსისი და კიდევ სხვა მძიმე გართულებები. 2 კვირის მანძილზე ეს პაციენტი იმყოფებოდა რეანიმაციაში. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს. ვფიქრობ, უფრო მეტიც, ვიდრე ადამიანს შეუძლია, მაგრამ სამწუხაროდ, სიტუაცია იყო ისეთი, რომ შეუთავსებელი იყო სიცოცხლესთან და გადარჩენა ვერ მოხერხდა", - განაცხადა ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ მედიისთვის გაკეთებულ კომენტარში.

ცნობისთვის, ეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მე-3 შემთხვევაა.

"ინტერპრესნიუსი"