საქართველოში ახალი კორონავირუსისგან 45 პაციენტი გამოჯანმრთელდა - კვირის პალიტრა

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან 45 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან უკვე 45 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე, STOP.GOV.GE არის განთავსებული. ამავე მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულია 195 ადამიანი. გარდაცვლილია 3 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმშია - 4708 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 370 მოქალაქეა.