"ინფექციის გავრცელებისა და სიკვდილიანობით, ჩვენ უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, სადაც ვირუსის დიაგნოსტიკა ხდება თუ არა, ესეც არ ვიცით" - კვირის პალიტრა

"ინფექციის გავრცელებისა და სიკვდილიანობით, ჩვენ უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, სადაც ვირუსის დიაგნოსტიკა ხდება თუ არა, ესეც არ ვიცით"

საქართველოს ინფექციის გავრცელებისა და სიკვდილიანობით მსოფლიოში 109-ე ადგილი უკავია და ჩვენ უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, სადაც ვირუსის დიაგნოსტიკა ხდება თუ არა, ესეც არ ვიცით, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის მასშტაბით საქართველო კორონავირუსის გავრცელების კუთხით 53-ე ადგილზეა და მასზე უკეთესი პოზიცია მხოლოდ ჯუჯა სახელმწიფოებს აქვთ.

"საქართველოს ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის მხრივ ევროპის 53 ქვეყნიდან უკავია 50-ე ადგილი. ჩვენზე პირობითად უკეთესი მდგომარეობა ინფიცირებულებისა და სიკვდილიანობის მხრივ აქვთ ისეთ ჯუჯა სახელმწიფოებს, როგორიცაა ლიხტენშტეინი, მონაკო და ვატიკანი და ჩვენზე მეტი ჰყავს დანარჩენ 50 ქვეყანას ევროპის, ასევე ჯუჯა სახელმწიფოებს, როგორიცაა ლუქსემბურგი, 2000-ზე მეტი ავადმყოფი ჰყავს და 300 ათასი მოსახლეობა და ისლანდია, რომლის მოსახლეობაც 300 ათასია, 1500 ავადმყოფი ჰყავს.

მსოფლიოში საქართველოს ინფექციის გავრცელებისა და სიკვდილიანობით უკავია 109-ე ადგილი და ჩვენ უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, რომელთა დასახელება, ჩვენ ალბათ, არც ვიცით. ესაა ტროპიკული სახელმწიფოები, ისეთი სახელმწიფოები, სადაც ეს დიაგნოსტიკა ხდება თუ არა, ესეც არ ვიცით და მითუმეტეს, მათგან მოწოდებული აღრიცხვა როგორია, არ ვიცით", - განაცხადა ცერცვაძემ.

"ინტერპრესნიუსი"