კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობა 196-მდე გაიზარდა - კვირის პალიტრა

კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობა 196-მდე გაიზარდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს კორონავირუსის ინფექციის კიდევ ერთი დადასტურებული შემთხვევა დაემატა. ამის შესახებ მან "ფეისბუქ ლაივის" დროს განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით ლაბორატორიებში PCR სტანდარტით 200-მდე კვლევა მიმდინარეობს.

"ვფიქრობ, რომ გვექნება შემთხვევების მატება. ბოლო სამი დღის განმავლობაში იყო ორნიშნა მატებები 15-18. დღეს დილით გვქონდა 7 ახალი შემთხვევა. ახლა დაემატა ერთი და ჯამში არის 196 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა 3271 გამოკვლეული ადამიანიდან. ჯამში 3457 ნიმუში გაიტესtა," - განაცხადა გამყრელიძემ.

"ინტერპრესნიუსი"