"მე ვამაყობ იმით, რომ სამედიცინო პერსონალის ერთ-ერთი რიგითი წევრი ვარ და ჩემი სპეციალობა თავის დროზე სწორად ავირჩიე" - კვირის პალიტრა

"მე ვამაყობ იმით, რომ სამედიცინო პერსონალის ერთ-ერთი რიგითი წევრი ვარ და ჩემი სპეციალობა თავის დროზე სწორად ავირჩიე"

მე ვამაყობ იმით, რომ სამედიცინო პერსონალის ერთ-ერთი რიგითი წევრი ვარ და ჩემი სპეციალობა თავის დროზე სწორად ავირჩიე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ "ფეისბუქ ლაივისას" განაცხადა.

ამირან გამყრელიძემ ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ყველა კოლეგას, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ მიულოცა. მან ასევე ისაუბრა მოსახლეობის ჯანმრთელობაში სამედიცინო პერსონალის როლზე.

"ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი ყველა ჩემ კოლეგას, ყველა ექიმს, ექთანს, უმცროს სამედიცინო პერსონალს, ბებიაქალებს, ადამიანებს, რომლებიც 24 საათი მუშაობენ. მე ვამაყობ იმით, რომ მათი ერთ-ერთი რიგითი წევრი ვარ და ჩემმი სპეციალობა თავის დროზე სწორად ავირჩიე, ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური სპეციალობა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეუმსუბუქოს დაავადებით გამოწვეული სიმძიმე.

მოგეხსენებათ, პანდემიები საუკუნეში რამდენჯერმე არის და ეს გახლავთ ყველაზე დიდი შეტევა მოსახლეობაზე. დარწმუნებული ვარ, სამყარო მომზადებული შეხვდა და ხვდება ამ პანდემიას და არ გვექნება ისეთი დრამატული შედეგები, როგორიც იყო 1918-20 წლებში "ისპანკას" დროს, ან სხვა პანდემიების დროს, იგივე 2009 წელს, პანდემიური გრიპის დროს. დღეს, მსოფლიო, ყველა ერთად გავუმკლავდებით ამ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას. ამაში ჩვენი სამედიცინო პერსონალის ძალიან დიდი როლია. მხოლოდ დიდი პატივი და თავის დახრა მათ წინაშე“, - განაცხადა გამყრელიძემ.

"ინტერპრესნიუსი"