"თენ­გი­ზი ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ გა­ვი­ცა­ნი. მის გვერ­დით ვი­ყა­ვი რთულ პე­რი­ო­დებ­ში, მაგ­რამ..." - რას ჰყვება თენგიზ ცერცვაძის მეუღლე?
"თენ­გი­ზი ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ გა­ვი­ცა­ნი. მის გვერ­დით ვი­ყა­ვი რთულ პე­რი­ო­დებ­ში, მაგ­რამ..." - რას ჰყვება თენგიზ ცერცვაძის მეუღლე?
თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე და პა­ა­ტა იმ­ნა­ძე - სამი თვეა, რაც ამ სამი ადა­მი­ა­ნის გარ­შე­მო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი გა­ი­ზარ­და. მათ ძი­რი­თა­დად პრო­ფე­სი­ულ კი­თხვებს ვუს­ვამთ, რა ეტაპ­ზე პან­დე­მია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­დის დას­რულ­დე­ბა ჩა­კე­ტი­ლი ცხოვ­რე­ბა, ხომ არ გარ­და­იც­ვა­ლა რო­მე­ლი­მე კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი. თუმ­ცა მკი­თხველს ცნო­ბი­ლი "ტრი­ოს" გარ­შე­მო ყვე­ლა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებთ.

ამ­ჯე­რად AMBEBI.GE თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის პრო­ფე­სი­ით რევ­მა­ტო­ლოგ მე­უღ­ლეს გა­გაც­ნობთ. ანა თო­ფუ­რი­ას და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის წყვი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო წრის­თვის ყო­ველ­თვის ცნო­ბი­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო. ქალ­ბა­ტონ ანას არ უყ­ვარს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის
ღია ცხოვ­რე­ბა და პი­რი­ქით, ფიქ­რობს, რომ პან­დე­მი­ის დამ­თავ­რე­ბას­თან ერ­თად მათი ოჯა­ხის მი­მართ ინ­ტე­რე­სი ჩა­ცხრე­ბა და ექი­მე­ბის წყვი­ლი ბედ­ნი­ე­რად გა­აგ­რძე­ლებს ცხოვ­რე­ბას. მას­თან ინ­ტერ­ვიუ ახალ კო­რო­ნა­ვირუს­ზე სა­უბ­რით და­ვი­წყეთ:

- დიახ, COVID-19-ის პან­დე­მი­ამ, არა მხო­ლოდ მე­დი­ცი­ნის მუ­შაკ­თა დღის წეს­რი­გი შეც­ვა­ლა, არა­მედ - მთე­ლი მსოფ­ლი­ო­სი და მისი თით­ქმის მე­სა­მე­დი
კა­რან­ტინ­ში გა­მო­კე­ტა. პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არ­თუ­ლებს ამ ეტაპ­ზე ვაქ­ცი­ნი­სა და სპე­ცი­ფი­უ­რი ან­ტი­ვირუ­სუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის არარ­სე­ბო­ბა. სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში ტარ­დე­ბა კვლე­ვე­ბი, და­ახ­ლო­ე­ბით15-16 მე­დი­კა­მენ­ტის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის შე­სა­ფა­სებ­ლად. დღე­ის­თვის ამე­რი­კა­ში წამ­ლი­სა და სურ­სა­თის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის (FDA) მიერ სა­უ­კე­თე­სოდ მიჩ­ნე­უ­ლია ჰიდ­რო­ქ­სიქ­ლო­რო­ქი­ნი და ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი, რომ­ლე­ბიც ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რევ­მა­ტო­ლო­გი­ა­ში. მე­დი­ცი­ნის ის­ტო­რი­ამ არა­ერ­თი მა­გა­ლი­თი იცის, რო­დე­საც ერთი მიზ­ნით შექ­მნილ­მა პრე­პა­რატ­მა მე­დი­ცი­ნის სულ სხვა სფე­რო­ში ჰპო­ვა გა­მო­ყე­ნე­ბა.

- თქვენ ოჯახს ყუ­რა­დღე­ბა არა­სო­დეს აკ­ლდა, ბა­ტო­ნი თენ­გიზ­თან ხში­რად იწე­რე­ბო­და ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი, მაგ­რამ ის რაც ბოლო სამ თვე­ში ხდე­ბა, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. რო­გო­რია ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ცხოვ­რე­ბა, რო­დე­საც სხვა­დას­ხვა სა­ი­ტებ­ზე ქვეყ­ნდე­ბა თქვენ ფო­ტო­ე­ბი, კი­თხუ­ლობთ თქვენ­ზე...
- არ ვიქ­ნე­ბი გულ­წრფე­ლი თუ ვი­ტყვი, რომ ეს მხიბ­ლავს. საკ­მა­ოდ მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, ხოლო ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა ბევრ უხერ­ხუ­ლო­ბას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. დიდი იმე­დი მაქვს რომ პან­დე­მი­ას­თან ერ­თად, ჩვე­ნი ოჯა­ხის მი­მართ ეს მო­მა­ტე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სიც ჩა­ცხრე­ბა.

- თქვენს შე­სა­ხებ მოგ­ვი­ყე­ვით, უფრო ახ­ლოს რომ გა­გიც­ნოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ...

- დამ­თავ­რე­ბუ­ლი მაქვს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტი. კლი­ნი­კუ­რი ორ­დი­ნა­ტუ­რა, ას­პი­რან­ტუ­რა. ვარ მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი. რევ­მა­ტო­ლო­გი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში სა­ე­ქი­მო საქ­მი­ა­ნო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­წე­ო­დი პე­და­გო­გი­ურ მოღ­ვა­წე­ო­ბას, და­ვით ტვილ­დი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუტ "სხივ­ში"... გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბით მა­გონ­დე­ბა ეს წლე­ბი. უზო­მოდ ბედ­ნი­ე­რი ვარ, რო­დე­საც ჩემს ყო­ფილ სტუ­დენ­ტებს ვხვდე­ბი ან მათი წარ­მა­ტე­ბის შე­სა­ხებ ვი­გებ. ამ­ჟა­მად ვმუ­შა­ობ მარ­და­ლე­იშ­ვი­ლის დი­აგ­ნოს­ტი­კურ ცენ­ტრში და კლი­ნი­კა "ნი­უ­მედ­ში" რევ­მა­ტო­ლო­გად.

აქვე მინ­და შემ­თხვე­ვით ვი­სარ­გებ­ლო და უდი­დე­სი მად­ლი­ე­რე­ბის გრძნო­ბით პა­ტი­ვი მი­ვა­გო ჩემს პე­და­გო­გებს: სერ­გო კო­ბა­ლა­ძეს, ნუგ­ზარ ტა­ტიშ­ვილს, ლალი კი­ლა­სო­ნი­ას.


- რო­გორ გა­ი­ცა­ნით ბა­ტო­ნი თენ­გი­ზი, ის ყვე­ლა ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად დი­დია თქვე­ნი წვლი­ლი მის წარ­მა­ტე­ბა­ში...

- თენ­გი­ზი ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ გა­ვი­ცა­ნი. მე, რო­გორც დამ­წყე­ბი ექი­მი, ინ­ტერ­ნა­ტუ­რა­ში პირ­ვე­ლი კლი­ნი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ში­ნა­გან სნე­უ­ლე­ბა­თა კა­თედ­რა­ზე მოვ­ხვდი. თენ­გი­ზი ამ დროს უკვე კა­თედ­რის წამ­ყვა­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო. სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სებ­მა, ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ის სიყ­ვა­რულ­მა თა­ვი­დან­ვე დაგ­ვა­ახ­ლო­ვა.
მრა­ვა­ლი წე­ლია ვი­ზი­ა­რებ და მხარს ვუ­ჭერ ყვე­ლა მის წა­მო­წყე­ბას. მის გვერ­დით ვი­ყა­ვი რთულ პე­რი­ო­დებ­ში, მაგ­რამ ჩემი წვლი­ლი თენ­გი­ზის წარ­მა­ტე­ბა­ში ძა­ლი­ან მოკ­რძა­ლე­ბუ­ლია. მისი ნი­ჭის, უნა­რის, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბის, მას­შტა­ბუ­რი ხედ­ვის ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ველ­თვის აღ­წე­ვენ წარ­მა­ტე­ბას. იხილეთ სრულად

იხილეთ ასევე: "მე და ანას შვილები არ გვყავს, მაგრამ ბედნიერი ოჯახი გვაქვს..."


ნინო გიგიშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები