საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 48-მდე გაიზარდა - კვირის პალიტრა

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 48-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ორი ადამიანი გამოჯანმრთელდა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 48-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კარანტინის რეჟიმშია 4682 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 375 პირი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 208 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 48 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა.