ვანის გასასვლელებში ბლოკ-პოსტები მოეწყობა და მოქალაქეები თერმოსკრინინგის წესით შემოწმდებიან - რა გახდა ამის მიზეზი?
08-04-2020
ვანის გასასვლელებში ბლოკ-პოსტები მოეწყობა და მოქალაქეები თერმოსკრინინგის წესით შემოწმდებიან - რა გახდა ამის მიზეზი?
პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ვანის მუნიციპალიტეტის გასასვლელებში სპეციალური გამშვები პუნქტები მოეწყობა და მოქალაქეები თერმოსკრინინგის წესით შემოწმდებიან.

როგორც მან უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რამდენიმე ახალი შემთხვევიდან ერთ-ერთი ვანის მუნიციპალიტეტსაც უკავშირდება.

"მიმდინარეობს ამ შემთხვევის შესწავლა, დადგენილია გარკვეული კონტაქტები, მიმდინარეობს ამ კონტაქტებთან მუშაობა და ამ ეტაპისთვის, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ვანის მუნიციპალიტეტში შემოვიღოთ იგივე რეგულაცია, რაც სხვა 9 მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით მოქმედებს. შესაბამისად, იქნება პროაქტიული თერმოსკრინინგი, მუნიციპალიტეტის გასასვლელებში მოეწყობა სპეციალური გამშვები
პუნქტები, სადაც შემოწმდებიან ჩვენი თანამოქალაქეები და ასევე, მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზეც ანალოგიური გავრცელდება," - განაცხადა ჩიქოვანმა.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები