რა ეღირება საქართველოში წარმოებული პირბადეები და რამდენის შეძენა შეეძლებათ მოქალაქეებს
08-04-2020
რა ეღირება საქართველოში წარმოებული პირბადეები და რამდენის შეძენა შეეძლებათ მოქალაქეებს
საქართველოში წარმოებული პირბადეები სააფთიაქო ქსელში 50 თეთრად გაიყიდება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, პირბადეებით აფთიაქები კვირის ბოლომდე მომარაგდება, მოქალაქეს კი ერთ ჯერზე სამი პირბადის შეძენა შეეძლება.

"სახელმწიფოს ერთი პირბადის დამზადება 1 ლარზე მეტი უჯდება, თუმცა ჩვენ მივიღეთ გადაწვეტილება, რომ თითო ცალი პირბადე აფთიაქებში გაიყიდება 50 თეთრად. ეს არის სუბსიდირებული ფასი, სახელმწიფო მოახდენს სუბსიდირებას და პრაქტიკულად ნახევარი თვითღირებულებით - 50
თეთრად იქნება ეს პირბადეები ხელმისაწვდომი", - განაცხადა თურნავამ.

იხილეთ ვიდეო

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თვის კითხვადი სტატიები