"ჩვენს კორპუსში ჩვენამდე იყო ინფიცირების შემთხვევა... არავინ დაინტერესდა: არც მერია, არც დეპუტატი, არც სასწრაფო..." - რას ჰყვება დაინფიცირებული სტიქაროსანი
"ჩვენს კორპუსში ჩვენამდე იყო ინფიცირების შემთხვევა... არავინ დაინტერესდა: არც მერია, არც დეპუტატი, არც სასწრაფო..." - რას ჰყვება დაინფიცირებული სტიქაროსანი
"ჩვენს კორპუსში ჩვენამდე იყო ინფიცირების შემთხვევა... არავინ დაინტერესდა: არც მერია, არც დეპუტატი, არც სასწრაფო..." - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" - კორონავირუსით ინფიცირებულმა სტიქაროსანმა განაცხადა.

"ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, სიცხე, ხველება არ მაქვს, სიმპტომები არ მაწუხებს, ფილტვების ანთება მაქვს მხოლოდ,  მაგრამ სანამ ამ ყველაფერზე გადავალ, მინდა მადლობა გადავუხადო საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორს ლევან რატიანს, ექიმებს, ექთნებს, ყველას, ვინც გვეხმარება განკურნებაში. ექიმები ძალიან ზრუნავენ ჩვენზე. ოჯახიდან 4 ადამიანი ვართ ინფიცირებული, აქედან
ერთი რეანიმაციაშია და სამნი ვართ ერთ პალატაში. ბაბუა რეანიმაციაში, დედა და და ჩემთან იმყოფებიან პალატაში. პირველად ბაბუა დაინფიცირდა, სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა, სასწრაფოშიც დავრეკეთ, მაგრამ სამწუხაროდ, სასწრაფომ უარი გვითხრა გადაყვანაზე და დედაჩემმა გადაწყვიტა, რომ ბაბუა ტაქსით ჩაგვეყვანა და ჩვენ თვითონ წაგვეყვანა კორპუსთან ახლოს მდებარე კლინიკაში...ბევრი ზარის
შემდეგ, ტაქს მოადგა სასწრაფო დახმარების მანქანა და ტაქსიდან გადმოვიყვანეთ ბაბუა, პირბადე არ ჰქონდა სასწრაფოს, ბაბუა გადაიყვანეს თბილისის ზღვის ჰოსპიტალში...ვადასტურებ იმ ინფორმაციას, რომ პირველი შემთხვევა ინფიცირების იყო ჩვენს კორპუსში მესამე სართულზე, დედაჩემი არის კორპუსის თავჯდომარე და დარეკა მერიაში, რომ დეზინფექცია გაგვეკეთებინა, მერიის პასუხი იყო, რომ ხსნარი არ ჰქონდათ. არავინ დაინტერესდა: არც მერია, არც დეპუტატი, არც სასწრაფო, რომ მოსულიყვნენ და გაეგოთ, რა ხდებოდა", - აცხადებს სტიქაროსანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა.



lali
09 აპრილი 2020 01:20
რაღაც არ მჯერა ,რომ ვირუსის ახალი კერის შესახებ დარეკეს და არავინ მივიდა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები