"ტრა­გი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბა მაქვს - ამ რე­ჟი­მამ­დე, ყო­ველ­დღე დავ­დი­ო­დი სა­საფ­ლა­ო­ზე და ყვა­ვი­ლე­ბის ყვე­ლა გამ­ყიდ­ვე­ლი მიც­ნობ­და" - კვირის პალიტრა

"ტრა­გი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბა მაქვს - ამ რე­ჟი­მამ­დე, ყო­ველ­დღე დავ­დი­ო­დი სა­საფ­ლა­ო­ზე და ყვა­ვი­ლე­ბის ყვე­ლა გამ­ყიდ­ვე­ლი მიც­ნობ­და"

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე ტელეკომპანია “მთავარი არხის” დილის გადაცემაში "შენი დილა" იმყოფებოდა სტუმრად, სადაც არამხოლოდ პროფესიულ საქმიანობაზე, არამედ პირად ცხოვრებაზეც ისაუბრა სხვადასხვა დეტალზე.

ექიმის თქმით, განსაკუთრებულ ყურადღებას გრძნობენ ექიმები ყველასგან და ქართველმა ხალხმა მძიმე სიტუაციაში კიდევ ერთხელ გამოავლინა ერთმანეთის გვერდით დგომის უნარი:

"ძალიან გადაღლილი ვარ... დილით ათის ნახევარზე ვარ სამსახურში, იყო დღეები საერთოდ ვერ მივდიოდით სახლში და წუხელ პირველად ადრე წავედი - ღამის 2 საათზე.

როცა ბევრი საქმეა კვების სურვილიც არ გვაქვს, მაგრამ საზოგადოებამ დიდი ყურადღება გამოიჩინა ჩვენს მიმართ და კვებით მომარაგებული ვართ. ვგრძნობთ ყველას მხარდაჭერას და ყურადღებას. ქართველები კარგი ხალხი ვართ და განსაკუთრებით გაჭირვებაში ვუდგავართ გვერდში ერთმანეთს.

მე ცოტა მძიმე, ტრაგიკული ცხოვრება მაქვს - შვილი მყავს გარდაცვლილი და ამ რეჟიმამდე ყოველდღე დავდიოდი სასაფლაოზე და ყვავილების ყველა გამყიდველი მიცნობდა, იმიტომ რომ ყოველდღე მიმქონდა.

იმ დღეს რომ მივედი, რაღაც დღეები რომ არ ვიყავი, ცოტა მეტი ვიყიდე, ორი გვირგვინი, რომ დამაგვიანდეს არ შემიძლია ჩემს შვილთან არ იყოს კანდელი და ყვავილები... გამოვიდა გამყიდველი და არავითარ შემთხვევაში თანხა არ გამომართვა... ძალიან შევწუხდი... ესეც სასიამოვნო ჟესტი იყო. ყველას უნდა რაღაც წვლილი შეიტანოს და ყურადღებას იჩენენ..." - ისაუბრა ენდელაძემ.

მანვე განმარტა, როგორ მუშაობენ დღის განმავლობაში ინფექციური საავადმყოფოს ექიმები პაციენტებთან:

"მუშაობის საწყისი პერიოდი უფრო რთული იყო - სამ კვირაში, თუ ერთ თვეში 400 პაციენტი გავატარეთ, შემოსვლა-გასვლა და მაშინ უფრო რთული იყო, დაძაბულები ვიყავით. ახლა ჩვენთან ყველა ინფიცირებული წევს და გარკვეულწილად მობილიზებულები ვართ. იხილეთ სრულად