"მე და ჩემმა შვილმა კორონავირუსი უკვე გადავიტანეთ" - კვირის პალიტრა

"მე და ჩემმა შვილმა კორონავირუსი უკვე გადავიტანეთ"

ემიგრანტი ლონდონიდან, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

სალომე მეტრეველი წლებია, ლონდონში ცხოვრობს და სამედიცინო სფეროში ცოდნისა და საჭირო გამოცდილების დაგროვების შემდეგ, ახლა უკვე საკუთარი კოსმეტიკური კლინიკა აქვს. ახლა, მსოფლიოში შექმნილი კორონავირუსული პრობლემების გამო, ისიც კარანტინის რეჟიმში აგრძელებს ცხოვრებას. როგორც აღნიშნავს, Covid-19 შვილთან ერთად უკვე გადაიტანა, თუმცა - მსუბუქ ფორმებში. სალომე ლონდონში არსებულ სიტუაციაზე გვიყვება.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ჩვენთან კომენდანტის საათი არ არის, მაგრამ როცა კარანტინი შემოიღეს, სასწავლო დაწესებულებები დახურეს და ხალხს ურჩიეს, შინ დარჩითო, მეორე დღესვე პარკები, ზღვისპირა პლაჟები ათიათასობით ადამიანით გაივსო. ამის შემდეგ შემოიღეს მკაცრი გაფრთხილება და ჯარიმა..."

"სხვათა შორის, მე და ჩემმა შვილმა კორონავირუსი უკვე გადავიტანეთ. მარტის პირველ რიცხვებში შვეიცარიიდან ჩამოვედით და სავარაუდოდ, იქ დავინფიცირდით. ჩემს შვილს იოლი ფორმის ჰქონდა, ხველა, ტემპერატურა - 37.5-37.8 და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ პანიკა არ იყო და არც ბევრ ადამიანს ჰქონდა, ვიეჭვე, რომ კორონავირუსი იქნებოდა, რადგან ჩვეულებრივი გაცივებისგან განსხვავებული სიმპტომები ახასიათებდა..."

"გვირჩევენ, ექიმს საერთოდ არ დავუკავშირდეთ, თუ მდგომარეობა არ გართულდება. მხოლოდ ხველასა და სიცხის აწევაზე გვეუბნებიან, რომ სავარაუდოდ, კორონაა, მაგრამ სტაციონარში მოსვლა საჭირო არ არის. საავადმყოფოში მისვლა მეტი რისკიცაა..."

"მაღაზიებშიც უკვე ლიმიტი დააწესეს - ერთ ადამიანზე ორზე მეტი ერთნაირი ნივთი და პროდუქტი არ გაიცემა. მედიკამენტების შეძენა აქ ისედაც შეზღუდულია და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით შეგიძლია იყიდო, ტკივილგამაყუჩებლების გარდა..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 9 აპრილის ნომერში წაიკითხავთ.

იხილეთ ასევე: "ვიცი, დამნაშავე ვარ და ჩემს საქციელს არანაირი გამართლება არ აქვს" - რას აცხადებს სპორტსმენი, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა?

თამთა დადეშელი