"ლენტეხში მცხოვრები მამაკაცის ინფიცირების წყარო ცნობილია" - რას აცხადებს ლენტეხის მერი? - კვირის პალიტრა

"ლენტეხში მცხოვრები მამაკაცის ინფიცირების წყარო ცნობილია" - რას აცხადებს ლენტეხის მერი?

ლენტეხის მერის, ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, ცნობილია ლენტეხში მცხოვრები მამაკაცის ინფიცირების წყარო, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა. ლიპარტელიანის თქმით, მამაკაცს ახალი კორონავირუსის დისგან გადაედო.

მერის ინფორმაციით, ამ დროისთვის ახლო კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს, რომელთა რაოდენობაც საკმაოდ დიდია.

როგორც ბადრი ლიპარტელიანი აცხადებს, აღნიშნული შემთხვევის გამო შესაძლებელია, ლენტეხში ზომები გამკაცრდეს.

"მამაკაცი ლენტეხის ცხელების ცენტრში გუშინ გადაიყვანეს. მას საეჭვო სიმპტომები ჰქონდა. ჩაუტარდა ანალიზები და დღეს საღამოს მოვიდა დადებითი პასუხი. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ამ ეტაპზე მსუბუქი ფორმა აღენიშნება. ამ დროისთვის მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა. საკმაოდ ბევრია კონტაქტები, 50-ზე მეტი ამ ეტაპზე. პაციენტი ქუთაისის ან თბილისის კლინიკაში გადაიყვანენ.

ცნობილია დაინფიცირების წყაროც, მამაკაცს მისი დისგან გადაედო, რომელიც თავის მხრივ, ქმრისგან დაინფიცირდა. ქმარი რომელიღაც ბანკში მუშაობს (სავარაუდოდ ეროვნული ბანკის ამბავია). ასევე "ცხელების ცენტრშია"გადაყვანილი დაინფიცირებული მამაკაცის ოჯახის წევრები, მათ შორის დედა, რომელსაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნება. აღნიშნული შემთხვევის გამო ვფიქრობთ ლენტეხში გავამკაცრებთ ზომებს. ამ მიმართულებით ვმუშაობთ“,- განაცხადა ლენტეხის მერმა.

ლენტეხში "კოვიდ 19“-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ლენტეხში მცხოვრებ 50 წლამდე მამაკაცს კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა. მამაკაცი ლენტეხის "ცხელების ცენტრში"საეჭვო სიმპტომებით გუშინ გადაიყვანეს.

წყარო