StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩაირიცხა - კვირის პალიტრა

StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩაირიცხა

StopCoV ფონდში მობილიზებული თანხის რაოდენობა 124 543 899 ლარამდე გაიზარდა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ გვერდზე, stopcov.ge არის განთავსებული.

განახლებამდე, ბოლო მონაცემებით, ფონდში ჩარიცხული თანხის ოდენობა 24 მილიონ 200 ათასი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფონდში ჩარიცხული თანხა დაახლოებით 100 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

"ინტერპრესნიუსი"