"13 პაციენტიდან ერთ-ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებო და მძიმეა" - კვირის პალიტრა

"13 პაციენტიდან ერთ-ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებო და მძიმეა"

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტიდან ერთ-ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებო და მძიმეა, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციონისტმა ნინო ალხაზიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებულ 5 პაციენტს პნევმონია აქვს.

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა დღეს არ გამოვლენილა.

"ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში მკურნალობს 55 პაციენტი, აქედან 13 არის კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა. ჩვენს კლინიკაში ახალი დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს. ამ 13 პაციენტიდან 5-თან არის პნევმონია, ანუ შედარებით საყურადღებო პაციენტები არიან, მაგრამ 1 განსაკუთრებით საყურადღებო და მძიმეა. ამ ეტაპზე კლინიკაში მოთავსებულია 5 მცირეწლოვანი პაციენტი და მათი მდგომარეობაც საყურადღებოა," - განაცხადა ნინო ალხაზიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დღეს კორონავირუსზე კვლევა კიდევ 13 პაციენტს ჩაუტარდება.

"ინტერპრესნიუსი"