31 წლის განმავლობაში პირველად, პარლამენტთან, 9 აპრილის მემორიალის მიმდებარე ტერიტორია ცარიელია
31 წლის განმავლობაში პირველად, პარლამენტთან, 9 აპრილის მემორიალის მიმდებარე ტერიტორია ცარიელია
31 წლის განმავლობაში პირველად, თბილისში, პარლამენტის წინ მდებარე 9 აპრილის მემორიალის მიმდებარე ტერიტორია ცარიელია. ტრადიციულად ამ დღეს მემორიალს მთავრობის, ოპოზიციის, დიპლომატიური კორპუსის წევრები და მოქალაქეები ყვავილებით ამკობდნენ და სანთლებს ანთებდნენ, თუმცა დღეს კორონავირუსის შესაძლო გავრცელების გამო, მიმდებარე ტერიტორია ცარიელია.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები