ლენტეხში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - კვირის პალიტრა

ლენტეხში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ლენტეხში კორონავირუსი 53 წლის მამაკაცს აღმოაჩნდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ვირუსი დისგან გადაედო, რომელიც თბილისში კლინიკშია მოთავსებული. პაციენტი ლენტეხის საავადმყოფოში ორი დღის წინ შევიდა, ამ დროისთვის მიმდინარეობს ახლო კონტაქტების დადგენა.

53 წლის მამაკაცი კი თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ლენტეხში დაფიქსირებული შემთხვევა ეროვნული ბანკის კლასტერს უკავშირდება.

"ინტერპრესნიუსი"