პრემიერ-მინისტრი განმარტავს, რატომ მოხვდნენ აგრესიული ტესტირების სამიზნე ჯგუფების ჩამონათვალში სასულიერო პირები - კვირის პალიტრა

პრემიერ-მინისტრი განმარტავს, რატომ მოხვდნენ აგრესიული ტესტირების სამიზნე ჯგუფების ჩამონათვალში სასულიერო პირები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია განმარტავს, რატომ მოხვდნენ აგრესიული ტესტირების სამიზნე ჯგუფების ჩამონათვალში სასულიერო პირები.

როგორც შესაბამის შეკითხვაზე კომენტირებისას ჟურნალისტებს პრემიერმა განუცხადა, პროტოკოლის ცვლილება დაკავშირებულია რისკების შეფასებასა და ეპიდემიის განვითარებასთან.

"ეს უკავშირდება ყველაფერს და პირველ რიგში, რისკების შეფასებას ჩვენი ეპიდემიოლოგების მხრიდან. საერთოდ, ამ პროტოკოლის შეცვლა დაკავშირებულია, პირველ რიგში, რისკების შეფასებათან და, რა თქმა უნდა, ეპიდემიის განვითარებასთან, ახალ ეტაპზე გადასვლასთან", - განაცხადა გახარიამ.