"ამ წელს მე ეკლესიაში ვერ მივალ. ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რადგან ..." - რას აცხადებს სალომე ზურაბიშვილი?
"ამ წელს მე ეკლესიაში ვერ მივალ. ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რადგან ..." - რას აცხადებს სალომე ზურაბიშვილი?
ამ წელს სხვა ვითარებაა, ამ წელს მე ეკლესიაში ვერ მივალ. ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რადგან ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია, დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი , - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის კანონს ვერ დაარღვევს და ამ კუთხით სამაგალითო უნდა იყოს.

"3 დღეში ბზობაა, 10 დღეში კი აღდგომა. მე არ მახსოვს ჩემი ცხოვრების არც ერთი წელი, როდესაც არ მივსულვარ ეკლესიაში აღდგომის წირვაზე, ან თუნდაც
ვნების კვირეულის რომელიმე ლიტურგიაზე. ეს იყო ჩვენს ოჯახში დიდი ტრადიცია, ეს იყო ჩვენი რწმენის გამოხატულება. თუმცა, ამ წელს სხვა ვითარებაა, ამ წელს მე ეკლესიაში ვერ მივალ. ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რადგან ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი. ქვეყნის პრეზიდენტი ამ
კუთხით სამაგალითო უნდა იყოს და საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რამე მაგალითს ვერ მისცემს. ჩვენ, ამაში დარწმუნებული ვარ, ყველა ერთად ვილოცებთ. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები ჩვენთვის ილოცებენ და ის იქნება ჩვენი, ასევე ჩვენი რწმენის გამარჯვება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები