"დღეს დილით ტესტირება 10 პაციენტს ჩაუტარდა და ყველასთან ნეგატიური პასუხი მივიღეთ" - კვირის პალიტრა

"დღეს დილით ტესტირება 10 პაციენტს ჩაუტარდა და ყველასთან ნეგატიური პასუხი მივიღეთ"

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 218-მდე გაიზარდა.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს დილით კორონავირუსზე ტესტირება 10 პაციენტს ჩაუტარდა და ყველა მათგანთან პასუხი ნეგატიური იყო.

"ამ დროისთვის გვაქვს 218 დადასტურებული შემთხვევა. ჩვენი ცენტრიდან დღეს დილით ტესტირება 10 პაციენტს ჩაუტარდა და ყველასთან ნეგატიური პასუხი მივიღეთ. ჩვენთან რეგისტრირებულ პაციენტებს COVID19 არ დაუდასტურდათ“,-აცხადებს ეზუგბაია.

სასულიერო პირების კორონავირუსზე შესაძლო შემოწმების საკითხის კომენტირებისას მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ამ თვალსაზრისითაც ისინიც შეამოწმონ.

'შესაძლოა თქვენი დატესტვათ იყოს საჭირო, რადგან ასეთი შეკრებები, როგორზეც საუბარია, გარკვეუწილად მიუღებელია. ასეთი სახის ტესტირებას დაავადებათა კონტროლი განსაზღვრავს. შეგიძლიათ შეეკითხოთ ბატონ ამირან გამყრელიძეს ან ბატონ პაატა იმნაძეს. დაზუსტებით ისინი მოგაწვდიან ინფორმაციას",-აღნიშნა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 218 ადამიანიდან 50 გამოჯანმრთელებულია. გარდაცვლილია 3 ადამიანი.

"ინტერპრესნიუსი"