"ეს პირ­ბა­დე­ე­ბი ჩვენ­გან არის შე­მოწ­მე­ბუ­ლი და ვამ­ბობთ, რომ ეს არის მრა­ვალ­ჯე­რა­დი გა­მო­ყე­ნე­ბის, "შავი ჭირის" დროს გამოიყენებოდა" - კვირის პალიტრა

"ეს პირ­ბა­დე­ე­ბი ჩვენ­გან არის შე­მოწ­მე­ბუ­ლი და ვამ­ბობთ, რომ ეს არის მრა­ვალ­ჯე­რა­დი გა­მო­ყე­ნე­ბის, "შავი ჭირის" დროს გამოიყენებოდა"

მეორე დღეა , რაც სააფთიაქო ქსელებში ქართული წარმოების პირბადეები იყიდება. 12 შრიანი მრავალჯერადი პირბადეების შეძენას მომხმარებელი მალე მთელი ქვეყნის მასშტაბით, "ავერსის", "ფარმადეპოს", "პეესპესა" და "ჯიპისის" აფთიაქებში შეძლებენ. აღნიშნული პროდუქციის ღირებულება 50 თეთრს შეადგენს.

საქართველოში დამზადებულ პირბადეებს სოციალურ ქსელებში საზოგადოების გარკვეული ნაწილის კრიტიკა მოჰყვა. გარდა იმისა, რომ პროდუქციას ვიზუალს უწუნებენ, მის ეფექტურობაშიც შეაქვთ ეჭვი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, პირბადეების შემადგენლობა დაავადებაათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან არის შეთანხმებული და შემოწმება ლუგარის ლაბორატორიაში აქვს გავლილი.

პირბადეების ხარისხისა და მისი გამოყენების პირობებზე სასაუბროდ AMBEBI.GE დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორსა და მის მოადგილეს დაუკავშირდა.

ამირან გამყრელიძეს გვითხრა, რომ ქართული წარმოების პირბადეებთან დაკავშირებით დეტალები დაავდებათა კონტროლის ცენტრთან არის შეთანხმებული. მისთვის აუხსნელია ის უკმაყოფილება, რაც ამ პროდუქციამ საზოგადოების ერთ ნაწილში გამოიწვია.

"ეს პირბადეები ჩვენგან არის შემოწმებული და ვამბობთ, რომ ეს არის მრავალჯერადი გამოყენების, საყოფაცხოვრებო დანიშნუულების პირბადე. მისი გარეცხვა და დაუთოება შეიძლება, თუმცა თუ სამედიცინო მიზნით არის გამოეყენებული, მაშინ ერთჯერადად უნდა გამოიყენო 2-3 საათის განმავლობაში და შემდეგ გადააგდო. იხილეთ სრულად

"ამ პირბადის გაკეთებას ისევ ის ჯობია, ერთი ბინტი იყიდო და თავზე დაიხვიო" - რას წერს საქართველოში წარმოებულ პირბადეებზე ნიკა მელია?