საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 52-მდე გაიზარდა - კვირის პალიტრა

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 52-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან 52 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4829 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 410 პირი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 227 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 52 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა.