საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა - კვირის პალიტრა

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან 54 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4908 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 430 პირი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 230 დადასტურებული შემთხვევაა.მათ შორის 54 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა.