"ამ კლინიკის კედლებში ქალბატონი გადარჩა და COVID19-ის გარეშე ეწერება კლინიკიდან" - მარნეულის კლასტერიდან უმძიმესი პაციენტი გამოჯანმრთელდა
"ამ კლინიკის კედლებში ქალბატონი გადარჩა და COVID19-ის გარეშე ეწერება კლინიკიდან" - მარნეულის კლასტერიდან უმძიმესი პაციენტი გამოჯანმრთელდა
თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკიდან დღეს პაციენტი გაეწერება, რომელსაც COVID19-ის ინფექცია მარნეულ-ბოლნისის კლასტერიდან ჰქონდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 55 პაციეტია მოთავსებული.

"იცით, რომ ჩვენს კლინიკაში პირველი პაციენტი, კრიტიკული კი არა, ტერმინალური შემოვიდა მარნეულ-ბოლნისის კლასტერიდან. ქალბატონის ზოგადი მდგომარეობა, ამ ეტაპისთვის, არის დადებითი, ის გამოჯანმრთელებულია. ის რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას. ამ ქალბატონის მდგომარეობა არათუ კრიტიკული, არამედ ზოგადი მდგომარეობა იყო ტერმინალური. ჩატარებული
სიმპტომური მკურნალობით, ამ კლინიკის კედლებში ქალბატონი გადარჩა და COVID19-ის გარეშე ეწერება კლინიკიდან", - განაცხადა ლევან რატიანმა.

რაც შეეხება სხვა პაციენტებს, ლევან რატიანის განმარტებით, ამ ეტაპზე კლინიკის რეანიმციის განყოფილებაში წევს 7 პაციენტი. აქედან 4 პაციენტი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა. მისივე თქმით, დანარჩენის მდგომარეობა სტაბილურია.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თვის კითხვადი სტატიები