"კოვიდინფექცია არის ინფექციის ერთ-ერთი სახე, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერი ადამიანის დასნებოვნება იმ პირობებში, თუ არ დავიცავთ წესებს"
"კოვიდინფექცია არის ინფექციის ერთ-ერთი სახე, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერი ადამიანის დასნებოვნება იმ პირობებში, თუ არ დავიცავთ წესებს"
კოვიდინფექცია არის ინფექციის ერთ-ერთი სახე, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერი ადამიანის დასნებოვნება იმ პირობებში, თუ არ დავიცავთ წესებს, რომლებიც მოწოდებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამიტომ აუცილებელია სოციალური დისტანცირება.

"პირველი საპრევენციო ღონისძიება როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან, არის მხოლოდ და მხოლოდ, რაც შეიძლება მეტი სოციალური დისტანცირება. ინფექციურ პათოლოგიებს ახასიათებთ ორი რამ: პირველი
- ყველა ვართ მიმღები, მაგრამ არ ვართ ყველა დაავადებულები. გააჩნია ორგანიზმის სტატუსს, თუ როგორ ფიზიოლოგიურ პირობებში ვართ და რა სომატური დაავადებები გაგვაჩნია, რომ ამის მიხედვით, დაავადება გაღრმავდეს, ან დაიბლოკოს. აღნიშნულ შემთხვევებში, არც ერთი პაციენტის დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია არ გამხდარა დამძიმების მიზეზი. დამძიმების მიზეზს ამ შემთხვევაში წარმოადგენს
თვითონ ორგანიზმი", - განაცხადა რატიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თვის კითხვადი სტატიები