"ჩვენთვის ქართული წარმოების პირბადე არის გაცილებით უფრო ლამაზი და უკეთესი, ვიდრე რომელიმე ჟღერადი ბრენდით დამშვენებული სხვა ატრიბუტი" - კვირის პალიტრა

"ჩვენთვის ქართული წარმოების პირბადე არის გაცილებით უფრო ლამაზი და უკეთესი, ვიდრე რომელიმე ჟღერადი ბრენდით დამშვენებული სხვა ატრიბუტი"

გემოვნებაზე არ დავობენ. მე რომ მკითხოთ, ეს არის მართლაც ყველაზე უფრო მოთხოვნადი, ლამაზი, მოხდენილი ნივთი. რაც მთავარია, დღეს ეს საქართველოში იკერება, ეს არის ქართული წარმოების პირბადე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველოში წარმოებული პირბადე ლამაზი და კარგია.

"ალბათ, ყველას გაგვიხარდება, როდესაც გადავლახავთ ამ გამოწვევას, მოვერევით კორონავირუსს, დადგება ის დრო, როცა პირბადეს შევხედავთ, მხოლოდ, როგორც დიზაინერულ ატრიბუტს და არა ისეთ უმნიშვნელოვანეს ნივთს, რომელიც დღეს ჩვენს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას იცავს. თუმცა, არ ვიცი, გემოვნებაზე არ დავობენ. მე რომ მკითხოთ, ეს არის მართლაც ყველაზე უფრო მოთხოვნადი, ლამაზი, მოხდენილი ნივთი. რაც მთავარია, დღეს ეს საქართველოში იკერება, ეს არის ქართული წარმოების პირბადე. ახლა, ჩვენ 1000-მდე ადამიანს ვასაქმებთ სამკერვალო ფაბრიკებში, ვინც დღე და ღამე არიან ჩართულები ამის კერვაში. ჩვენთვის, ქართული წარმოების, დოლბანდის პირბადე არის გაცილებით უფრო ლამაზი და უკეთესი, ვიდრე რომელიმე ჟღერადი ბრენდით დამშვენებული სხვა ატრიბუტი", - განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, პირბადის ხარისხზე პაატა იმნაძემ ძალიან კარგად ისაუბრა, მაგრამ აუცილებელია ითქვას, ქართული პირბადეები გამოირჩევა იმით, რომ მასალის თითოეული ნიმუში იგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში.

"მასალა, დოლბანდი შეირჩა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად დოლბანდის თვისებებისა და მთელი წლების გამოცდილებაზე დაყრდნობით. ჩვენ, ყველა ოფიციალური დასკვნა ამასთან დაკავშირებით ყოველთვის გვაქვს, აქედან გამომდინარე, დარწმუნებულები ვართ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია დღეს ბაზარზე წარმოდგენილ ანალოგებს შორის", - განაცხადა თურნავამ.

იხილეთ ვიდეო