"ამ ვირუსის მძიმედ მიმდინარეობა განპირობებულია გვიან მიმართვით... ვაფრთხილებთ ყველას, რომ როგორც კი გამოჩნდება სიმპტომები, მიმართონ ექიმს"
"ამ ვირუსის მძიმედ მიმდინარეობა განპირობებულია გვიან მიმართვით... ვაფრთხილებთ ყველას, რომ როგორც კი გამოჩნდება სიმპტომები, მიმართონ ექიმს"
ამ ვირუსის მძიმედ მიმდინარეობა მნიშვნელოვნადაა განპირობებული გვიან მიმართვით, ამიტომ მუდმივად ვაფრთხილებთ ყველას, რომ როგორც კი გამოჩნდება სიმპტომები, მიმართონ ექიმს, ვიდრე გვაქვს საშუალება, რომ მივიღოთ ყველა პაციენტი,- ამის შესახებ რესუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გოფოძის თქმით, მის კლინიკაში ამ დროისთვის დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა არ არის.

"ჩვენთან დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა არც ერთი არ არის. ფაქტია, რომ საერთოდ ამ ვირუსის მძიმედ მიმდინარეობა მნიშვნელოვნად არის განპირობებული გვიან მიმართვით და არა მარტო ამ
ვირუსის. ჩვენ გვყავს რეანიმაციაში პაციენტები მართვით სუნთქვაზე და მძიმე მდგომარებაში, რომელთაც ბაქტერიული პნევმონია აქვთ, მაგრამ არც ერთს კოვიდინფექცია არ აქვთ, თუმცა ბევრად უფრო მძიმეა მათი მდგომარეობა, ვიდრე კოვიდინფიცირებულების. ასე რომ, ყველა შემთხვევაში, როდესაც დაგვიანებით მივმართავთ ექიმს, გართულებების საფრთხე მეტია. ამიტომ მუდმივად ვაფრთხილებთ ყველას, როგორც კი
გამოჩნდება სიმპტომები, მაშინვე, ჯერ პირველადი ჯანდაცვის რგოლთან გქონდეთ კომუნიკაცია და შემდეგ უკვე თუ საჭირო გახდება მოხდეს ჰოსპიტალიზაცია, ვიდრე გვაქვს საშუალება იმის, რომ მივიღოთ ყველა პაციენტი, ვისაც აქვს კოვიდინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ყველა უნდა მივიღოთ და მივხედოთ",- განაცხადა გოფოძემ.

"ინტერპრესნიუსი"

beso
10 აპრილი 2020 17:28
გამოტანას რა აზრი აქვს, რადგან მსჯელობაში არავინ გამყვება და დეტალები არავის აინტერესებს. ფეთქებიდან ფეთქებამდე, ესაა საქართველოს 30 წელი 90-ათიდან. ამიტომ, გაცილებით მკვეთრი სურათი იქმნება, რა სახითაც იმართება პროცესი. ჩამოსულები ვერაფერს გააკეთებენ, აქაურებს გაუჭირდება და ვიქნებით ერთ ქვაბში......
beso
10 აპრილი 2020 16:32
კორონას პრაქტიკამ, რასაც ადგილი აქვს ჩვენთან, არ წარმოშვას გამოწვევა ქვეყანაში, რადგან არც ჩინეთის პრაქტიკაზე გავალთ და არც გერმანიიაზე. ხოლო ჯანმოს რეკომენდაცია, რომელიც ეხება სიმპტომზე დაკვირვებას და სტაციონარიზაციას და ვირუსის გათიშვით ლიკვიდაცია, იმ დროს როდესაც ვირუსთან შეხება არა გაქვს, შეიძლება ერთი პერიოდისათვის უმართავი პროცესი წარმოშვას ან გამოსვლის პროცესი საერთოდ დაკეტოს და სტაგნაციურ პროცესში გამყოფოს (კორონას ეხება და გამოდინარე სხვსაც). ან უნდა მისცე კაცს ვირუსტან შეხების ცოდნა და დაკვირვების პარამეტრი და მერე ზემოქმედების იარაღი , რაც კოორდინაციასი მოქცევას ექვემდებარება. ან უნდა მოახდინო სტაციონარიზაცია. მეორე უაზრობაა, ხოლო პირველი დაგვიანებულია სიმპტომის ფაზაში. სასურველია დავფიქრდეთ ამაზე

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები