"ჩვენ ბზას არ გავყიდით. მე გამოვაცხადე, რომ ვისაც უნდა თვითონ მოიტანოს" - კვირის პალიტრა

"ჩვენ ბზას არ გავყიდით. მე გამოვაცხადე, რომ ვისაც უნდა თვითონ მოიტანოს"

ჩვენ ბზას არ გავყიდით. მე გამოვაცხადე, რომ ვისაც უნდა თვითონ მოიტანოს, - ამის შესახებ ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

დეკანოზის თქმით, ბზობას ტაძარში ლიტურგია შესრულდება, თუმცა COVID19-ის გამო დადგენილი რეგულაციები იქნება დაცული და მრევლი ერთმანეთთან დაშორებით დადგება.

"ტაძარში წირვა-ლოცვა ჩვეულებრივ ჩატარდება, როგორც ამას რეგულაციები ითვალისწინებს. დადგებიან დისტანციურად, ბზას თვითონ მოიტანენ, ხელში დაიჭერენ, ვაკურთხებთ და ისეთივე მშვიდობით წავლენ, როგორც მოვლენ", - განაცხადა დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა.

ცნობისთვის, წელს ბზობის დღესასწაული 12 აპრილს აღინიშნება. ცალკეული ტაძრის წინამძღვრები აცხადებენ, რომ მათ ეკლესიაში ბზა არ გაიყიდება, რათა "არ იყოს მხოლოდ ბზის საყიდლად მისული ადამიანების მოზღვავება".