ბაქოში, ჰეიდარ ალიევის ცენტრი საქართველოს დროშის ფერებში განათდა - კვირის პალიტრა

ბაქოში, ჰეიდარ ალიევის ცენტრი საქართველოს დროშის ფერებში განათდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს და აზერბაიჯანელ ხალხს სოლიდარობისთვის მადლობას უხდის.

როგორც სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერზე" წერს, ეს არის სოლიდარობის შესანიშნავი გამოხატულება.

"დღეს ღამით, ბაქოში, ჰეიდარ ალიევის ცენტრი საქართველოს დროშის ფერებში განათდა. მადლობა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მხარდაჭერისთვის და სოლიდარობისთვის. ეს არის სოლიდარობის შესანიშნავი გამოხატულება აზერბაიჯანელი ხალხისგან. ერთად ძლიერები ვართ",-წერს სალომე ზურაბიშვილი.