"როცა ასეთ ხალხს დაინახავთ, ინფიცირება რომ არ მოხდეს, უკან კი არა, გვერდით იარეთ" - როგორ გადავურჩეთ დაინფიცირებას ქუჩებსა თუ მარკეტებში?
"როცა ასეთ ხალხს დაინახავთ, ინფიცირება რომ არ მოხდეს, უკან კი არა, გვერდით იარეთ" - როგორ გადავურჩეთ დაინფიცირებას ქუჩებსა თუ მარკეტებში?
ფოტო:ალექსანდრე პაპიტაშვილი
Covid-19 ახალ-ახალ "სიურპრიზებს გვპირდება"

ჯერჯერობით გაუშიფრავია გამოწვევა,­ რომელიც მსოფლიოს მეცნიერთა კოჰორტის თავსატეხი გახდა, - როგორც ირკვევა, კოვიდვირუსის პანდემიის გამო მედიკოსების რეკომენდაციებს ახალ-ახალი ემატება.­ "საუკუნის ვირუსთან" დაკავშირებული სიახ­­ლეების შესახებ სამედიცინო უნივერსიტეტ "გეომედის" პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ნაყოფის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი ალექსანდრე პაპიტაშვილი გვესაუბრება:

- კორონავირუსი რნმ-ის ტიპის ვირუსთა ჯგუფს (რიბონუკლეინმჟავა) განეკუ­თვნება. ის პატარაა და ძალიან ადვილად­ ვრცელდება - შეიძლება ნახევარ საათში­ ერთი ვირუსიდან მილიონი ვირუსი წარმოიშვას. ის ბინადრობს ცხვირ-ხახის ლორწოვან
გარსში და კუჭ-ნაწლავის ლო­რწოვან გარსებსაც აღწევს, მაგრამ ადამიანს თუ არა აქვს კარგი იმუნიტეტი, შეიძლება სხვა ქსოვილებსა და ორგანოებში მოხვდეს. ამ დროს ვითარდება ე.წ. მულტიორგანული­ დაზიანება. იმის გამო, რომ ვირუსი მსუბუქია, ის თავსდება ნერწყვის მიკროსკოპულ ნაწილაკებში, პირის ღრუდან რომ გამოიყოფა ლაპარაკის, ხველებისა და დაცემინების დროს. ვინაიდან
კუჭ-ნაწლავშიც­ მრავლდება, არსებობს ინფიცირების­ ფეკალური გზაც. ამიტომ ადამიანმა ზედმიწევნითაც რომ დაიცვას რეკომენდაციები (პირბადე, ხელის დაბანა,­ დისტანცია), შეიძლება­ საპირფარეშოში დაინფიცირდეს.­ ამიტომ აუცილებელია უნიტაზის დეზინფექცია. ყველაზე ცუდი ის არის, რომ კორონავირუსი დიდხანს რჩება ჰაერში.

გერმანელი მეცნიერების კვლევით დამტკიცდა, რომ როცა ადამიანი აცემინებს ან ახველებს, ნერწყვი ღრუბლის სხით გამოიყოფა.
მას ჩვენ ვერ ვხედავთ, რადგან მიკრონული ნაწილაკებია, მაგრამ სიბნელეში სახის წინ პროჟექტორს თუ გაანათებთ, დაინახავთ ამ ღრუბელს, როგორც მტვერს, რომელიც ჰაერში დაფრინავს. პროჟექტორის განათებით დამტკიცდა, რომ ლაპარაკით ვირუსი 2 მეტრამდე, დახველების დროს 3,5 მეტრამდე, დაცემინებისას კი 5,5 მეტრამდე გადაეცემა.

- რამდენ ხანს რჩება ჰაერში ან საგნების ზედაპირზე ვირუსი?
- ამაზე გერმანიისა­ და ისრაელის სპეციალისტები მუშაობენ­ და კვლევების შედეგებს ეტაპობრივად აქვეყნებენ.

დამტკიცდა, რომ კორონას სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებისთვის ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა ცელსიუსით 4-დან 8 გრადუსამდეა.
რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით უფრო სწრაფად შრება ვირუსიანი ნერწყვის უხილავი ნაწილაკები და ვირუსი კვდება. ამიტომ, თუ ტემპერატურა 30-40 გრადუსამდეა, ვირუსი ჰაერში 3-4 წუთს რჩება, თუ 0 გრადუსამდეა, 1 საათამდე. თუ ყინვაა, ნერწყვის პატარა ნაწილაკები იყინება და დაბლა ცვივა. დაახლოებით -5 გრადუსიდან და უფრო დაბლა ისინი ძირს ცვივიან და ინფიცირების უნარს კარგავენ.

ეს ორი წელია თბილი ზამთარი გვაქვს, ყინვა არ ყოფილა რუსეთსა და ჩინეთშიც. იქ შეიძლება ვირუსი კიდევაც ცირკულირე­ბდა და ყინვა რომ ყოფილიყო, უფრო დაილექებოდა. საერთოდ, კორონავირუსის გადაცემა უფრო ხშირია კოლექტივებსა და ქუჩაში.

- ქუჩაში როგორ ხდება გადადება?
- წარმოიდგინეთ, მიდიხართ ქუჩაში და თქვენ წინ მიდის ორი უპირბადო ადამ­იანი, რომლებიც ხმამაღლა ლაპარაკობენ­. იმ ორიდან ერთი მაინც თუ დაინფიცირებულია, გამოყოფს ამ ღრუბელს და მისი დიამეტრი ამ შემთხვევაში არის 50-80 სმ.

ინფიცირებული მიდის და უკან ტოვებს ღრუბლის შლეიფს. თუ უკან მიჰყვება ვინმე და კომბინეზონი არ აცვია, დაინფიცირება გარდაუვალია. პირბადეც რომ ჰქონდეს, შეიძლება ვირუსი თვალის ლორწოვანზე, თმაზე, ასევე ტანსაცმელზე მოხვდეს (უკვე ლაპარაკია ფეხსაცმელზეც). ნიღაბი არის 80%-იანი დაცვა და ეს შენი დაცვა კი არა, შენგან დაცვაა. თუ ყველას უკეთია ნიღაბი,­ ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ერთმანეთზე ზრუნავს, ეს კულტურისა და სოლიდარობის ამბავია... როცა ასეთ ხალხს დაინახავთ, შლეიფური ინფიცირება რომ არ მოხდეს, უკან კი არა, გვერდით უნდა იარ­ოთ­, 2 მეტრის დაშორებით. ქარიან ამინდში ვირუსს ქარი ფანტავს და არ არის იმდენად საშიში, გადადების დიდი საშიშროება ნორმალურ ამინდშია.

- ერთი ვერსიით, ვირუსი სიცხეში კვდება...
- უკვე არის შრომები, სადაც დადასტურებულია, რომ ეს ვირუსი 60 გრადუსზეც არ იღუპება. 70 გრადუსზე 5 წუთში, 100 გრადუსზე კი მომენტალურად კვდება.

- ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე რამდენ ხანს ცოცხლობს?
- ამერიკელების კვლევით, ტანსაცმელზე ვირუსი 3-დან 12 საათამდე შეიძლება გაჩერდეს. ამინდს გააჩნია - თუ სინოტივე მაღალია, ვირუსი მასზე დიდხანს რჩება,­ თუ მშრალი ამინდია, ნაკლებად.

ახლახან გერმანელებმა კარგი შრომა გამოაქვეყნეს - ნახეს,­ რომ ოთახებში ვირუსი კი იყო, მაგრამ მკვდარი, არ ჰქონდა გამ­რავლების უნარი - ანუ მთავარი ის კი არ არის, საერთოდ არის თუ არა ვირუსი,­ არამედ ის, რამდენად აქვს გამრავლების უნარი.
არა მარტო ქუჩაში­, სახლშიც აუცილებელია წესების დაცვა. როცა შინ ბრუნდებით, ფეხსაწმენდი­ ტილო უნდა იყოს სველი, სადაც იქნება დასხმული მადეზინფექცირებელი ხსნარი. თუ ვინმემ სადარბაზოში გაიარა და დააცემინა ან დააფ­ურთხა, შეიძლება ვირუსი სახლში ამ გზით შემოიტანოთ. ფეხებს გაიწმენდთ და კარს რომ გააღებთ, არ უნდა დაკეტოთ. ცალკე უნდა გქონდეთ ყუთი, სადაც ფეხსაცმელს ჩადებთ. ამ დროს იქმნება ინფიცირების ორი კერა - ფეხსაცმელი და ხელი, რომე­ლიც მას მოჰკიდე და გაიხადე. შემოსასვლელ კარს კიდევ არ კეტავთ. შემდეგ იქვე, ცალკე კარადაში უნდა მოათავსოთ ქურთუკი, ქუდი და ყველა ის ტანსაცმელი, რაც გარეთ გეცვათ. მაშინვე ნიღაბს აგდებთ შესასვლელთან მდებარე ნაგვის ვედროში, რომელშიც აუცილებლად ცელოფანია ჩაფენილი. ამ რისკს რომ მოიცილებთ, შემდეგ ხელი დაიბანეთ ქაფიანი საპნით. მანამდე ხელს არაფერს ჰკიდებთ, ტუალეტის კარის და წყლის ონკანის სახელურსაც არ შეეხოთ, მაგალითად, გახსენით იდაყვით. თუ მაინც მოჰკიდებთ, მერე სათანადო წესით უნდა დაამუშაოთ. მხოლოდ ასეთნაირად ხელის დაბანის დასრულებისას­ შეიძლება ჩაიცვათ საშინაო ტანისამოსი. ბოლოს უნდა აიღოთ მადეზინფექცირებელი­ ხსნარით გაჟღენთილი ტილო და დაამუშაოთ ორივე მხრიდან კარის სახელური და ამის მერე დახუროთ კარი. ეს პროცედურები დროს მოითხოვს­ და დამღლელ-მოსაწყენია, მაგრამ ინფიცირების აცილების სხვა გზა არ არსებობს და უნდა მივეჩვიოთ, ცხოვრების წესად­ გავხადოთ. ქუჩის ტანისამოსსაც ორივე მხარეს­ დამუშავება სჭირდება ცხელი ფენით ან ორთქლის უთოთი. თუ ტანსაცმელს არ დაამუშავებთ, 12 საათი არ უნდა მიეკაროთ...

- მობილური ტელეფონიც რისკის მატარებელია, ალბათ...
- თუ ვიღაცამ გთხოვათ ტელეფონი,­ მაშინვე უნდა დაამუშაოთ. მაღაზიაში თუ ხართ, დაგირეკეს და ამოიღეთ ჯიბიდან,­ თან არ იცით, ინფექციის ღრუბელმა გაიარა­ თუ არა, უნდა დამუ­შავდეს.
პლასტიკსა და მეტალზე ეს ვირუსი­ 3-დან 7 დღემდე შეიძლება შენარჩუნდეს. საგნებს­ სპირტით თუ დაამუშავებთ, ის 70-გრადუსიანზე ნაკლები არ უნდა იყოს.

- პირბადეებზე რას იტყვით?
- ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევების მიხედვით, უპრიანია დოლბანდის ხუთფენიანი პირბადე, რომელიც 2-3 საათზე მეტხანს არ უნდა გეკეთოთ, მერე ან უნდა გადააგდოთ, ან გარეცხოთ.

- ყველაზე მთავარ რისკად ფულთან შეხება დასახელდა...
- დიახ, ფულით ბევრი დაავა­დდა. ქაღალდსა და მუყაოზე ვირუსი­ 24 საათს ძლებს, მეტალის ფულზე კი 3 დღემდე ჩერდება. როდესაც მოლარე თქვენგან ფულს იღებს, მან სხვისგან აღებული ფულის მერე აუცილებლად უნდა დაიმუშაოს სადეზინფექციო ხსნარით ხელთათმანიც. ეს ფულთან­ ყველა შეხების მერე უნდა გაკეთდეს, მაგრამ ამას ვინ გააკეთებს? თანაც ხსნარები ძვირია. ამიტომ, როცა მოლარე ხურდას გიბრუნებთ, უნდა გქონდეთ ცელოფანი და მასში ხურდა თვითონ უნდა ჩაგიყაროთ.

- პროდუქტი როგორ უნდა დამუშავდეს?
- ყველაფერს ისე უნდა მივუდგეთ, რომ შეიძლება ყველაფერი ინფიცირებული­ იყოს. როცა მაღაზიიდან შინ დაბრუნდებით, პროდუქტი ნიჟარაში უნდა მოათავსოთ და გარეცხოთ საპნითა და გამდინარე წყლით. არა აქვს მნიშვნელობა, წყალი ცხელია თუ ცივი. ხურდა ფულსაც ასე ვრეცხავთ, ქაღალდის ფულს კი ვაუთოებთ (მთავარია, 100 გრადუსი იყოს) ან ფენით ვამუშავებთ, შემდეგ ხელს იმავე წესების დაცვით ვიბანთ და უთოს სახელურს ვამუშავებთ.

"ორსულები მაღალი რისკის ჯგუფებში უნდა ჩაითვალონ"


- ითქვა, რომ ახალი კორონავირუსი ორსულებში იოლად არ ვრცელდება და არც ინფიცირებული დედიდან გადადის ბავშვზე.

- ჩემი მუშაობის ბოლო 8-9 წელი ორსულებში ინფექციური, მათ შორის ვირუსული დაავადებების საფუძვლიანად შესწავლას მივუძღვენი. ინფექციური დაავადებები არა მარტო ვირუსულია, შეიძლება იყოს ბაქტერიული, პარაზიტული, ქლამიდიური და ა.შ.. ნებისმიერი ინფექცია ორსულისთვის ძალიან სახიფათოა. ეს პრობლემა კარგად რომ გავიგოთ, უნდა ვიცოდეთ ინფექციური აგენტების თავისებურებანი. პირველი მათ შორის არის საკითხი, გადადის თუ არა დედიდან ნაყოფზე ზოგიერთი ინფექცია. თავდაპირველად ითქვა, რომ კორონავირუსი არ გადადის დედიდან ნაყოფზე, მაგრამ ამ მხრივ შეიცვალა წარმოდგენები. უხანში ჩატარდა კვლევა 33 ორსულზე, რომელთაც ჰქონდათ მესამე ტრიმესტრში ინფიცირება. მშობიარობის შემდეგ ბავშვები არ მიიყვანეს დედასთან და აღმოჩნდა, რომ სამს ჰქონდა კორონა. ასევე, გამოკვლევა ჩატარდა ნიუ-იორკში 43 ქალზე, სადაც 37-ს მსუბუქი ფორმა ჰქონდა, 4-ს კი კრიტიკული და ძალიან მძიმე. ბრიტანეთში ერთი ბავშვი გარდაიცვალა­ 6 კვირის ვადაში და არ არის გამოკვლეული რით - იმის გამო, რომ პათოლოგია ჰქონდა და ამ ვირუსმა­ დაამძიმა, თუ კონკრეტულად კორონავირუსმა მოკლა. ასევე არ არის ბოლომდე დადგენილი, ხდება თუ არა რძით გადაცემა. ჯანმოს რეკომენდაციით, ორსულები განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ.

- ორსულებისთვის რა რეკომენდაციები ვრცელდება?
- რაც მთელ მსოფლიოშია - დისტანცია, ჰიგიენა, მაგრამ არის დიდი პრობლემა - ჩვენ ჯერ არ ვიცით, როგორ მოქმედებს ეს ვირუსი ნაყოფზე ადრეულ ვადებში. გამოკვლეულია მხოლოდ ის, რომ არ იწვევს ორსულობის მოშლას. ჯერ არ არის გამოკვლეული დაინფიცირებული ორსულების რაოდენობაც. ორსულობის 4-5 თვეს მაინც ხომ უნდა მიაღწიონ, რომ ექოსკოპიურად დადგინდეს, აქვს თუ არა ნაყოფს დეფექტი? ამიტომ ორსულ ქალს უნდა შეუქმნა ისეთი პირობები, რომ ცალკე იყოს და მაღალი რისკის ჯგუფად ჩაითვალოს. თუ პლაცენტა ნორმალური და ჯანსაღია, შეიძლება ვირუსი არ გაატაროს, ან ქალს პლაცენტის გამო ჰქონდეს ანტივირუსული იმუნიტეტი და ნაყოფი არ დაინფიცირდეს. ქალების დაახლოებით 15%-ს აქვს სამეანო გართულებები და ამ პირობებში გააჩნია, როგორი იქნება მსვლელობა. თუ პლაცენტა დაზიანდა, მაგალითად, ტოქსიკოზის დროს, შეიძლება ვირუსი გაატაროს და ნაყოფი არ იქნება დაცული. გარდა ამისა, ორსულ ქალს მეტი ჰაერი სჭირდება, რადგან როცა ნაყოფი იზრდება, ფილტვებს აწვება და ფილტვების მოცულობა მცირდება. ეს ჩინელმა მეცნიერმა გოუმ აღმოაჩინა - როცა ფილტვები ზიანდება, რეზერვი ნაკლებია, ამიტომ უფრო საშიშია და ამ დაავადების სიმძიმე უფრო მეტად გამოხატული იქნება. გარდა ამისა, ორსულს შეიძლება ჰქონდეს ინფექციის უსიმპტომო მიმდინარეობა. მაგალითად, უკრაინაში, ივანო-ფრანკოვსკში ორსული ქალი გარდაიცვალა, რომელსაც სიმსუქნე და ჰიპერტონია ჰქონდა, მაგრამ მას სიკვდილის მერე დაუდგინეს, რომ კორონავირუსიც ჰქონია და ეს გახდა სიკვდილის მიზეზი. ასე რომ, ორსულები მაღალი რისკის ჯგუფებში უნდა იყვნენ ჩათვლილი, ყველას უნდა გაუკეთდეს სავალდებულო ტესტირება, რათა გამოირიცხოს დაავადების უსიმპტომო მიმდინარეობა. როცა ქალი იმშობიარებს, არ არის გამორიცხული, დაცვითი ფუნქცია, რომელიც პლაცენტას ჰქონდა, მოიხსნას და მას გართულება დაეწყოს.
_ iTqva, rom axali koronavirusi orsulebSi iolad ar vrceldeba da arc inficirebuli dedidan gadadis bavSvze.
_ Cemi muSaobis bolo 8-9 weli orsulebSi infeqciuri, maT Soris virusuli daavadebebis safuZvlianad Seswavlas mivuZRveni. infeqciuri daavadebebi ara marto virusulia, SeiZleba iyos baqteriuli, parazituli, qlamidiuri da a.S.. nebismieri infeqcia orsulisTvis Zalian saxifaToa. es problema kargad rom gavigoT, unda vicodeT infeqciuri agentebis Taviseburebani. pirveli maT Soris aris sakiTxi, gadadis Tu ara dedidan nayofze zogierTi infeqcia. Tavdapirvelad iTqva, rom koronavirusi ar gadadis dedidan nayofze, magram am mxriv Seicvala warmodgenebi. uxanSi Catarda kvleva 33 orsulze, romelTac hqondaT mesame trimestrSi inficireba. mSobiarobis Semdeg bavSvebi ar miiyvanes dedasTan da aRmoCnda, rom sams hqonda korona. aseve, gamokvleva Catarda niu-iorkSi 43 qalze, sadac 37-s msubuqi forma hqonda, 4-s ki kritikuli da Zalian mZime. britaneTSi erTi bavSvi gardaicvala­ 6 kviris vadaSi da ar aris gamokvleuli riT _ imis gamo, rom paTologia hqonda da am virusma­ daamZima, Tu konkretulad koronavirusma mokla. aseve ar aris bolomde dadgenili, xdeba Tu ara rZiT gadacema. janmos rekomendaciiT, orsulebi gansakuTrebul yuradRebas saWiroeben.O
_ orsulebisTvis ra rekomendaciebi vrceldeba?
_ rac mTel msoflioSia _ distancia, higiena, magram aris didi problema _ Cven jer ar viciT, rogor moqmedebs es virusi nayofze adreul vadebSi. gamokvleulia mxolod is, rom ar iwvevs orsulobis moSlas. jer ar aris gamokvleuli dainficirebuli orsulebis raodenobac. orsulobis 4-5 Tves mainc xom unda miaRwion, rom eqoskopiurad dadgindes, aqvs Tu ara nayofs defeqti? amitom orsul qals unda Seuqmna iseTi pirobebi, rom calke iyos da maRali riskis jgufad CaiTvalos. Tu placenta normaluri da jansaRia, SeiZleba virusi ar gaataros, an qals placentis gamo hqondes antivirusuli imuniteti da nayofi ar dainficirdes. qalebis daaxloebiT 15%-s aqvs sameano garTulebebi da am pirobebSi gaaCnia, rogori iqneba msvleloba. Tu placenta dazianda, magaliTad, toqsikozis dros, SeiZleba virusi gaataros da nayofi ar iqneba daculi. garda amisa, orsul qals meti haeri sWirdeba, radgan roca nayofi izrdeba, filtvebs awveba da filtvebis moculoba mcirdeba. es Cinelma mecnierma goum aRmoaCina _ roca filtvebi ziandeba, rezervi naklebia, amitom ufro saSiSia da am daavadebis simZime ufro metad gamoxatuli iqneba. garda amisa, orsuls SeiZleba hqondes infeqciis usimptomo mimdinareoba. magaliTad, ukrainaSi, ivano-frankovskSi orsuli qali gardaicvala, romelsac simsuqne da hipertonia hqonda, magram mas sikvdilis mere daudgines, rom koronavirusic hqonia da es gaxda sikvdilis mizezi. ase rom, orsulebi maRali riskis jgufebSi unda iyvnen CaTvlili, yvelas unda gaukeTdes savaldebulo testireba, raTa gamoiricxos daavadebis usimptomo mimdinareoba. roca qali imSobiarebs, ar aris gamoricxuli, dacviTi funqcia, romelic placentas hqonda, moixsnas da mas garTuleba daewyos.
კუკური
04 მაისი 2020 00:06
"ახლახან გერმანელებმა კარგი შრომა გამოაქვეყნეს - ნახეს,­ რომ ოთახებში ვირუსი კი იყო, მაგრამ მკვდარი, არ ჰქონდა გამ­რავლების უნარი - ანუ მთავარი ის კი არ არის, საერთოდ არის თუ არა ვირუსი,­ არამედ ის, რამდენად აქვს გამრავლების უნარი."

ბატონებო და ქალბატონებო, ვირუსი ვერ მოკვდება, რადგან ის ცოცხალი არ არის. ეს არის მოლეკულების გაერთიანება - რიბო ნუკლეინ მჟავა, ანუ რნმ. შესაბამისად, რადგან ვირუსი ცოცხალი არ არის ის ვერც გამრავლდება. ვირუსი მუშაობას იწყება მხოლოდ ადამიანის უჯრედში მოხვედრისას, რა დროსაც ატყუებს უჯრედის იმუნურ კოდს და არღვევს უჯრედის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ღია ბუნებაში (ანუ ადამიანის უჯრედის გარეთ) ვირუსი შესაძლებელია დაიშალოს ულტრაიისფერი სხივებით, მაღალი ტემპერატურაზე ან სხვადასხვა ქიმიური ხსნარებით (მაგ. სპირტიანი საფენით).
ნანა
04 მაისი 2020 00:05
რამდენ ადამიანს იცნობთ,ყველა ამ წესს ზედმიწევნით რომ შეასრულებს?-მე არცერთა!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?