"ამ ბრძოლაში ჩვენ თქვენს გვერდით ვართ! ერთად დავამარცხებთ პანდემიას" - თბილისის ანძა სომხეთის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა - კვირის პალიტრა

"ამ ბრძოლაში ჩვენ თქვენს გვერდით ვართ! ერთად დავამარცხებთ პანდემიას" - თბილისის ანძა სომხეთის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა

კორონავირუსთან ბრძოლაში მხარდასაჭერად თბილისის ანძა სომხეთის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა.

"ამ ბრძოლაში ჩვენ თქვენს გვერდით ვართ! ერთად დავამარცხებთ პანდემიას" - ამ მესიჯს საქართველო სომხეთს უგზავნის",- ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველომ მსგავსი სოლიდარობა სხვა ქვეყნებსაც გამოუცხადა და სიმბოლურად, თბილისის ანძა იტალიის, ესპანეთის, თურქეთის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, აზერბაიჯანისა და გერმანიის დროშების ფერებში გაანათა.

"ინტერპრესნიუსი"