"იქნებ ეს კორონაც იმიტომ არის გაშვებული, რომ პუტინი და მისნაირები მოსვან ადგილზე"
"იქნებ ეს კორონაც იმიტომ არის გაშვებული, რომ პუტინი და მისნაირები მოსვან ადგილზე"
"ბევრს უთქვამს, ისეთი­ ენერგია გაქვს, სწორად რომ წარმართო, პარლამენტარი ან პრეზიდენტი გახდებიო. მათხოვარსაც კი უთქვამს, იმედია, ხალხი სათანადოდ დაგაფასებს სახალხო არტისტივითო"

ეპატაჟურობით გამორჩეული­ ზალიკო­ ბერგერი შინიდან გვანებივრებს ლაივჩა­რთვებითა და ფრთიანი ფრაზებით. როგორ ატარებს დროს თვითიზოლაციაში, რა ენატრება ყველაზე მეტად და რა აზრის არის ამ ვირუსსა და მსოფლიოში მიმდინარე­ მოვლენებზე, ჩვეული გულახდილობით გვესაუბრა.

- მას შემდეგ, რაც იზოლაცია სავალდებულო გახდა, მე და დედაჩემი ბელა სახლში გამოვიკეტეთ და გაძლიერებულ კვებაზე ვართ. რომ
გითხრათ, ძალიან განვიცდი-მეთქი, ასე არ არის, მაინც კარგის მოლოდინში ვარ და მჯერა, მალე ყველაფერი დამთავრდება. მე შემიძლია სახლშIი­ დიდხანს გავძლო და ამაზე ბევრი არ ვიწუწუნო, არც ის ვიძახო, დეპრესია და ფსიქიკური პრობლემები გამიჩნდა-მეთქი. ვცდილობ, ჩემი პოზიტიური განწყობა­ მთელ საქართველოს გადავცე.­ არადა, აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას­ ვიყავი
მიჩვეული. პარასკევი-შაბათი - რესტორნები, ერთი ლაუნჯიდან მეორეში გადასვლა, კლუბის დღეც მქონდა... დღის განმავლობაში შემეძლო 50 მეგობარი მენახა, მომევლო ბევრი ადგილი. რაკი მე მოვახერხე სახლში ჩაჯდომა და არ გავაფრინე, ეს სხვამაც უნდა შეძლოს.



- რას აკეთებ სახლში?
- ბელა ისეთ გემრიელ საჭმელებს აკეთებს, ჩემი გასაკეთებელი არაფერი რჩება. საჭმლის მკეთებელი ოჯახში დედა მყავს და წონაში ვიმატებ... ვარჯიში ყოველთვის მინდოდა, მაგრამ ამას სატრენაჟორო დარბაზებში ვერ ვახერხებდი და ახლა რა მევარჯიშება.

საერთოდ არ გავსულვარ გარეთ. მაღაზიებში სიარული ისედაც არ არის ჩემი საქმე, რომ გამიშვა,­ მარკეტს ვერ მივაგნებ, პურსაც ვერ ვიყიდი... ერთი ეგ "წიკი" დამემატა - წარამარა ხელებს ვიბან. ისე, "წიკებიანი" ყოველთვის ვიყავი, ჩემი პირსახოცი, ჭიქა და ყველაფერი ჩემი მაქვს...

- ახლა ალბათ, ალკოჰოლს ეძალები...
- დედაჩემისგან "დაბრო" მაქვს და კვირაში ორჯერ ბელამ "ხსნილის დღეები" დამიწესა. ამასობაში გადაცემის იდეა მომივიდა - "ზალიკო ლაივი". სახლიდან ბევრი გადაცემა და ლაივი კეთდება და რადგან ჩემს ლაივებს ისედაც ბევრი მაყურებელი ჰყავს, რატომაც არა, მივანიჭებ გადაცემის სტატუსს და ფორმას. იქნებ სპონსორებიც მოვიზიდო, მთლად ულუკმაპუროდ რომ არ დავრჩე კორონასა და კარანტინის ჟამს.

- რა არის შენი მთავარი ხიბლი? იგი­ნები თუ იწყევლები, მაინც უამრავი ხალხი უყურებს­ შენს ვიდეოებს.
- მე მარტო ინტერნეტით ხომ არა ვარ ცნობილი, დიდი სამეგობრო მყავს. ბევრს უთქვამს, ისეთი­ ენერგია გაქვს, სწორად რომ წარმართო, პარლამენტარი ან პრეზიდენტი გახდებიო. მათხოვარსაც კი უთქვამს, იმედია, ხალხი სათანადოდ დაგაფასებს სახალხო არტისტივითო. მე ასეთი ენერგიის მჯერა, თორემ ჯაჯანიძის მკითხავ-მჩხიბავების კი არა... მკითხავთან ერთხელ ვიყავი­ და მეორე დღეს მამაჩემი გარდაიცვალა, მას შემდეგ არ ვყოფილვარ...

- მახსოვს, ამბობდი, აპრილის შუა რიცხვებში ვაქცინა იქნებაო...
- დიახ, კარანტინი დაწყე­ბულიც არ იყო, პირველი ჩართვა მქონდა ერთ-ერთ ტელევიზიაში და მაშინ ვთქვი... ვფიქრობდი, რომ აპრილის შუა რიცხვებამდე მსოფლიოში ვაქცინა გამოჩნდებოდა, მაგრამ...

რა ვიცი, სადამდე იქნება­ მსოფლიო გაჩერებული?! ეს ყველაფერი აღარ ჰგავს ვირუსს. ისე გაგრძელდა, ან უცხოპლანეტელებმა დაგვიპყრეს, ან მასონებმა, ან არ ვიცი, ვინ... სიმართლე გითხრათ, არ მჯერა, რომ ვიღაცამ ჩიტის სკინტი შეჭამა და მთელ მსოფლიოს ვირუსი მოედო, ეს დაუჯერებელია! მგონი, იმისთვის გვამზადებენ, რომ მსოფლიო აღარასდროს იყოს ისეთი, როგორიც აქამდე...

- რა გენატრება ყველაზე მეტად?
- ძალიან მომენატრნენ ქართველი პოლიტიკოსები, მათი ჩხუბი. მხოლოდ გახარიაა პოპულარული. გახარიას პოპულარობისა და ზენიტისთვის არის მოგონილი კორონა, მისი გაბრწყინებისთვის გამოჩნდა... ან ამდენი ინფექციონისტი ვის გვენახა? 24 საათი ტელევიზორში არიან.
ამირან გამყრელიძე მინისტრობის დროს რომ იყო, ისეთივეა ახლაც. ახლა ინფლუენსერი გოგონები გვასწავლიან, როგორ მოვუაროთ სახის კანს, მაგრამ მათ შორის ბევრი, ცოტა არ იყოს, სახედამჭკნარია და ჯობია, გამყრელიძემ გვასწავლოს, როგორ არის სულ ერთნაირი... თუმცა, გადაღალეს კაცი და ცოტა კი შეეპარა ნაოჭები...


კიდევ მოგზაურობა მენატრება. სულ ბოლოს ჰააგაში ვიყავი და იქაური მეგობრები მენატრება. ეჰ, ერთი "პაეზდკა" მომარტყმევინა და არ მინდა არაფერი.
კორონას შემდეგ ბერლინისკენ ავიღებ გეზს. იქ ჩემს მეგობარს საოცარი ქართული რესტორანი აქვს, ზემოთ სასტუმროთი. ჩადი - იქეიფე, ადი - დაწექი, გაისეირნე და ბერლინზე მაგარი სასეირნო ქალაქი ხომ მსოფლიოში არ არის, გარდა მოსკოვისა.

მოსკოვშიც უნდა წავსულიყავი, ვიზა გაკეთებული მქონდა და გაურკვეველი დროით გადამედო. ბერლინი-ქუთაისის რეისიც­ არის და ვერც ერთხელ ამ რეისით ვერ წამოვედი უკან - სულ ვაგვიანებ, სულ მეძინება.

ერთხელაც ბერლინიდან უნდა გადმოვფრინდე ქუთაისში და დედაჩემი რეკავს გამწარებული, არ დააგვიანოო. მე და იმ რესტორნის მეპატრონემ მთელი ღამე ვიქეიფეთ. დილით ადრე იყო რეისი, ექვსის ნახევარზე უნდა გავსულიყავით და ხუთ საათზე ჩამეძინა. რომ გავიღვიძე, ჩავვარდი რესტორანში ბესოსთან, ახლა უნდა მიშველო, ბელა რეკავს და უთხარი, ვითომ შენ დამტოვე-მეთქი. ჰოდა, უთხრა ბესომ... მეც ვიფიქრე, სად მეჩქარება, რას გავრბივარ ამ თბილისში-მეთქი. ბესომ სასტუმროს ნომერი გააგრძელა, ბერლინი-თბილისის ბილეთიც ამიღო და ამცდა ქუთაისიდან მგზავრობაც. ასეა, სადაც კარგი მეგობარი და მასპინძელი გყავს, იქ გიყვარს ჩასვლა. ბესო ამ ვირუსამდე მირეკავდა, ჩამოდი, ვისკით ვიმკურნალოთო, მაგრამ ჩაიკეტა გზა. ნეტავ წავსულიყავი, ჩავრჩე­ბოდი, ვიგულავებდი...

- მოსკოვი ახსენე, რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე რა აზრის ხარ?
- "მოსკოვები" რომ მახსენდება, მონატრებისგან გული მტკივა. კრემლის წინ ვქეიფობდი რესტორანში. ვიდეოებს ვდებდი, მაგრამ არავინ მისურვა, კარგი დრო გაატარეო. ერთმა დამიწერა, ამ კრემლის ვიდეოებს რომ აქვეყნებ, რუსეთის რეკლამას აკეთებო? რა რუსეთის რეკლამა-მეთქი? ის ქართველები, მოსკოვში რომ ცხოვრობენ, რამდენს არჩენენ საქართველოში და თუნდაც მოსკოვში, იცით? ერთადერთი­ ადგილია მსოფლიოში, სადაც ქართველებს მოწიწებით, პატივისცემით, ცოტა შიშითა და სიყვარულით ელაპარაკებიან. რუსულ-ქართულ ურთიერთობაზე ყველამ იცის, რომ ამ უბედურებას პუტინი ჰქვია. ამერიკას და ევროკავშირს უნდა მოვკითხოთ, ეს პუტინი რომ მიუშვეს თავის ნებაზე და ეგონათ, ელცინის მერე ამ გაუბედურებულ რუსეთს აღარაფერი ეშველებოდა... აგერ, მთელ მსოფლიოს თავის ჭკუაზე ატრიალებს! რა ვიცი, იქნებ ეს კორონაც იმიტომ არის გაშვებული, რომ პუტინი და მისნაირები მოსვან ადგილზე.

ხათუნა კორთხონჯია
მიხო
07 მაისი 2020 12:00
ძლივს არ გავიგე ეს ვირუსი რატომ "გაშვებულა"! ტუჩების დაბერვა როგორ აჭკვიანებს ადამიანს...

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?