"ამირან გამყრელიძისგან ჩემთვის ყველაზე კარგი და სანდო პასუხი მოვისმინე, ჩემი შვილი "პლაქველინით" განკურნესო" - კვირის პალიტრა

"ამირან გამყრელიძისგან ჩემთვის ყველაზე კარგი და სანდო პასუხი მოვისმინე, ჩემი შვილი "პლაქველინით" განკურნესო"

გასულ კვირას ლამის პოლიტიკური დებატების მიზეზად იქცა პრეპარატ "პლაქველინის" გამო ატეხილი აჟიოტაჟი. უცხოური გამოცემებიც ხშირად წერენ, არის თუ არა შედეგიანი კორონავირუსული ინფექციით დაავადებული პაციენტების ამ პრეპარატით მკურნალობა. ჩვენში ამაზე მსჯელობა, შეიძლება ითქვას, გასცდა სამედიცინო სფეროს... ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა ექსპერტმა სანდრო თვალჭრელიძემ. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- ჩემი აზრით, ეს სრული სიბეცეა. ყველაზე პარადოქსული და სასაცილო კი ის არის, რომ ვინც ამაზე ხშირად ლაპარაკობს, მედიცინაში ისევე ერკვევა, როგორც თუთიყუში პრეფერანსში. არც მე ვიცი ამ პრეპარატზე რამე და შესაბამისად, ვერ დავიწყებ რაიმეს მტკიცებას, მაგრამ ვიცი, რას წარმოადგეს თენგიზ ცერცვაძე, კარგად ვიცნობ ამირან გამყრელიძეს, რომლისგანაც ჩემთვის ყველაზე კარგი და სანდო პასუხი მოვისმინე, ჩემი შვილი "პლაქველინით" განკურნესო. არც ვაქცინა და არც ანტივირუსული პრეპარატი ჯერ არ არსებობს. შეხედეთ ჩვენს სტატისტიკას, რომელიც ყველაფერზე მეტყველებს. მით უფრო ის ექიმი, რომელიც ოკეანის გაღმიდან აკრიტიკებს ჩვენს სამედიცინო სფეროს, არ არის ობიექტურად განწყობილი, მას პირადად ზოგიერთ პირთან პრობლემები აქვს და მისი განცხადებები, ჩემი აზრით, ანგარიშსწორების ცდაა.

იქნებ მივცეთ ჩვენს ექიმებს საშუალება პაციენტებს ისე უმკურნალონ, როგორც საჭიროდ მიაჩნიათ. ხომ ცხადია, რომ დღემდე მკურნალობა შედეგიანი იყო, ამის მერეც ასევე იქნება. ჩემი აზრით, ბატონი თენგიზ ცერცვაძე უმაღლესი კლასის სპეციალისტია, გამოცდილი ექიმი, რომელსაც არ ეშინია პასუხისმგებლობის აღების. იხილეთ სრულად