დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შესახებ პროფესორი გიგი ყუფარაძე სოციალურ ქსელში ისტორიას მოჰყვა:
"დიდი აგრესიაა ექიმების მიმართ. ერთ-ორი დღის წინ წავიკითხე, ამირან გამყრელიძეზე წერდა ვიღაც ქალბატონი, არაფერი იცისო, საბჭოთა გადმონაშთიაო და ა. შ. მე არ ვიცნობ იმნაძეს და ცერცვაძეს, მაგრამ კარგად ვიცნობ ბატონ ამირანს და მინდა ორიოდე სიტყვა დავწერო მასზე.
1992 წელს, ანუ 28 წლის წინ დისერტაციაზე ვმუშაობდი ჰოსპიტალური თერაპიის კათედრაზე. თემა იყო პულმონოლოგია, გარეგანი სუნთქვის ფუნქციები. ერთ
გავიდა მას შემდეგ 14-15 წელი, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვარ, ისმის კაბინეტის კარზე კაკუნი და შემოდის ბატონი ამირანი. ძალიან გამიხარდა, მოვიკითხეთ ერთმანეთი. მეუბნება, ტელევიზორში ვნახე შენი ინტერვიუ და გავიგე, სადაც მუშაობო. ჩემი ადგილი არ მოიძებნა საქართველოში და ნორვეგიაში ვკითხულობ ლექციებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციაზეო, უამრავ ხალხს ვხვდები და თუ რამე სარეკლამო მასალები გაქვს გამატანე და გავავრცელებ ნორვეგიაში, შვეიცარიაში, ჯანმო-ს სათაო ოფისში და საქართველოს იმიჯზე ვიზრუნებო. საზღვარგარეთ ყოველი გამგზავრების წინ, საკუთარი ფეხით შემომივლიდა, უამრავი მასალით დაიტვირთებოდა და მიდიოდა.
კიდევ შემიძლია ბევრი თბილი სიტყვა ვთქვა ამ ადამიანის შესახებ, მაგრამ მგონი საკმარისია, რათა დარწმუნდეთ, რომ ესაა ძალიან წესიერი და სამშობლოზე შეყვარებული ადამიანი. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთად ვთვლი ამირან გამყრელიძეს", - წერს გიგი ყუფარაძე.