"ისმის კაბინეტის კარზე კაკუნი და შემოდის ბატონი ამირანი.... ხომ შეეძლო, ვინმე ნათესავი წაეყვანა" - რა ისტორიას იხსენებს პროფესორი გიგი ყუფარაძე
"ისმის კაბინეტის კარზე კაკუნი და შემოდის ბატონი ამირანი.... ხომ შეეძლო, ვინმე ნათესავი წაეყვანა" -  რა ისტორიას იხსენებს პროფესორი გიგი ყუფარაძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შესახებ პროფესორი გიგი ყუფარაძე სოციალურ ქსელში ისტორიას მოჰყვა:

"დიდი აგრესიაა ექიმების მიმართ. ერთ-ორი დღის წინ წავიკითხე, ამირან გამყრელიძეზე წერდა ვიღაც ქალბატონი, არაფერი იცისო, საბჭოთა გადმონაშთიაო და ა. შ. მე არ ვიცნობ იმნაძეს და ცერცვაძეს, მაგრამ კარგად ვიცნობ ბატონ ამირანს და მინდა ორიოდე სიტყვა დავწერო მასზე.

1992 წელს, ანუ 28 წლის წინ დისერტაციაზე ვმუშაობდი ჰოსპიტალური თერაპიის კათედრაზე. თემა იყო პულმონოლოგია, გარეგანი სუნთქვის ფუნქციები. ერთ
დღეს კაბინეტის კარზე კაკუნია, გავაღე და შემოვიდა ბატონი ამირანი. გამეცნო და მითხრა, გავიგე შენი სადისერტაციო თემის შესახებ, შენზეც შევკრიბე ცნობებიო, მეც ვმუშაობ სადოქტოროზე და მსგავსი თემა მაქვსო. მიმიწვიეს სამი თვით ავსტრიაში, ინსბრუკში, რათა სადოქტორო დავამთავრო, კიდევ გამომიყვეს ერთი ადგილი და მინდა შენ შემოგთავაზოო. შენ, მერე
თუ გენდომება, შეგიძლია 2 წელი დარჩეო. მეუბნება კაცს, რომელიც პირველად მხედავს. თან თვითონ მომძებნა და თვითონ მოვიდა. ისიც გაიხსენეთ, რა დროა, 1992 წელი - შიმშილი, სიცივე, სიბნელე, სროლა და ათასი უბედურება. ხომ შეეძლო, ვინმე ნათესავი წაეყვანა ან მეგობრის შვილი? არა, საქმისთვის რაც სჯობდა, ის არჩევანი გააკეთა. რა თქმა უნდა, დავთანხმდი, დავიწყეთ მზადება, მაგრამ ვერ წავედი, მამაჩემს ინსულტი დაემართა და უჯარმაში მომიწია კურორტის დირექტორად წასვლა. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, წავედი თუ ვერა, მე ამირან გამყრელიძის საქმისადმი დამოკიდებულებაზე მოგახსენებთ.
გავიდა მას შემდეგ 14-15 წელი, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვარ, ისმის კაბინეტის კარზე კაკუნი და შემოდის ბატონი ამირანი. ძალიან გამიხარდა, მოვიკითხეთ ერთმანეთი. მეუბნება, ტელევიზორში ვნახე შენი ინტერვიუ და გავიგე, სადაც მუშაობო. ჩემი ადგილი არ მოიძებნა საქართველოში და ნორვეგიაში ვკითხულობ ლექციებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციაზეო, უამრავ ხალხს ვხვდები და თუ რამე სარეკლამო მასალები გაქვს გამატანე და გავავრცელებ ნორვეგიაში, შვეიცარიაში, ჯანმო-ს სათაო ოფისში და საქართველოს იმიჯზე ვიზრუნებო. საზღვარგარეთ ყოველი გამგზავრების წინ, საკუთარი ფეხით შემომივლიდა, უამრავი მასალით დაიტვირთებოდა და მიდიოდა.
კიდევ შემიძლია ბევრი თბილი სიტყვა ვთქვა ამ ადამიანის შესახებ, მაგრამ მგონი საკმარისია, რათა დარწმუნდეთ, რომ ესაა ძალიან წესიერი და სამშობლოზე შეყვარებული ადამიანი. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთად ვთვლი ამირან გამყრელიძეს", - წერს გიგი ყუფარაძე.


მკითხველის კომენტარი (40)
დარეჯანი
04 მაისი 2020 12:44
ბატონ ამირანს არ ვიცნობ, მაგრამ უნდა იყო ბრა გა ყრუ, რომ არ ენდო ამ კაცს.
უდიდეს მადლობას უხდი .დიდხანს იცოცხლოს და გაიხაროს.
04 მაისი 2020 11:41
ვამაყობთ თქვენით ბატონო ამირან.
ქეთევან კახოშვილი
04 მაისი 2020 11:15
ბატონი ამირანისნაირი პროფესიონალები უმრავლოს ღმერთმა საქართველოს.პატიოსანი და სამშობლოს მოყვარული. მადლობა ბატონო ამირან ყველაფრისათვის.
ლ.
04 მაისი 2020 10:48
ცუდას რად უნდა მტერობა,
კარგია მუდამ მტრიანი!„ ვაჟას დავესესხები, მადლობა ბატონ ამირანს.
გიორგი
04 მაისი 2020 10:46
ბატონი ამირანი დიდი ქართველია, გმირია თავისი სიკეთით, ადამიანობით. პროფესიონალი ,
Nana
04 მაისი 2020 10:27
Gmertma gaaxaros batoni Amirani da misi kamanda, gaognebuli var rac mtavrobis da eqimebis winaahmdeg shetevebia. Amdeni bogmiani da gadajishebuli adamiani tu iyo ar vicodi.
მარიამი
04 მაისი 2020 10:12
არაჩვეულებრივი ადამიანი,უმაღლესი პროფესიონალი.
ლიზი
04 მაისი 2020 09:11
მადლობა ბატონ ამირანს
Iorkezi
04 მაისი 2020 08:23
ხომ ხედავთ კორონამ ადამიანების ბნელი სულები გაამხილა. ზოგი ჭირი მარგებელია! ზოგადად უკვე ნაც სექტის წარმომადგენლებს მარტო პოლიტიკური პლატფორმიდან კიარა აი სოფლადაც კი რო დაგანგალობს იმით დამთავრებული როგორც უყვართ ქვეყანა დავინახეთ, ესეთი საზოგადოებრივი კასტის ყოლა ქვეყანაში იოლი საქმე არაა ყოველთვის მრავალ ფრონტზე მოგვიწევს ბრძოლა ერთ მხარეს რეალური პრობლემები და ზედ კიდე ამათი მიშ ვაშ ბოკერისტების ავანტურით დამთავრებული.
ჯ.ჩარკვიანი
04 მაისი 2020 07:52
ბატონ ამირანს უცებ შეამჩნევთ რომ ღირსეული და წესიერი პიროვნებაა.პროფესიონალია.საქართველოს ბევრი ჰყოლოდეს ასეთი შვილები.ავისმთქმელები კი ყოველთვის იყვნენ და იქნებიან.გვარამიები, გაბუნიები და სხვები. ძაღლი ჰყებს ქარავანი მიდის.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები