"ისმის კაბინეტის კარზე კაკუნი და შემოდის ბატონი ამირანი.... ხომ შეეძლო, ვინმე ნათესავი წაეყვანა" - რა ისტორიას იხსენებს პროფესორი გიგი ყუფარაძე
"ისმის კაბინეტის კარზე კაკუნი და შემოდის ბატონი ამირანი.... ხომ შეეძლო, ვინმე ნათესავი წაეყვანა" -  რა ისტორიას იხსენებს პროფესორი გიგი ყუფარაძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შესახებ პროფესორი გიგი ყუფარაძე სოციალურ ქსელში ისტორიას მოჰყვა:

"დიდი აგრესიაა ექიმების მიმართ. ერთ-ორი დღის წინ წავიკითხე, ამირან გამყრელიძეზე წერდა ვიღაც ქალბატონი, არაფერი იცისო, საბჭოთა გადმონაშთიაო და ა. შ. მე არ ვიცნობ იმნაძეს და ცერცვაძეს, მაგრამ კარგად ვიცნობ ბატონ ამირანს და მინდა ორიოდე სიტყვა დავწერო მასზე.

1992 წელს, ანუ 28 წლის წინ დისერტაციაზე ვმუშაობდი ჰოსპიტალური თერაპიის კათედრაზე. თემა იყო პულმონოლოგია, გარეგანი სუნთქვის ფუნქციები. ერთ
დღეს კაბინეტის კარზე კაკუნია, გავაღე და შემოვიდა ბატონი ამირანი. გამეცნო და მითხრა, გავიგე შენი სადისერტაციო თემის შესახებ, შენზეც შევკრიბე ცნობებიო, მეც ვმუშაობ სადოქტოროზე და მსგავსი თემა მაქვსო. მიმიწვიეს სამი თვით ავსტრიაში, ინსბრუკში, რათა სადოქტორო დავამთავრო, კიდევ გამომიყვეს ერთი ადგილი და მინდა შენ შემოგთავაზოო. შენ, მერე
თუ გენდომება, შეგიძლია 2 წელი დარჩეო. მეუბნება კაცს, რომელიც პირველად მხედავს. თან თვითონ მომძებნა და თვითონ მოვიდა. ისიც გაიხსენეთ, რა დროა, 1992 წელი - შიმშილი, სიცივე, სიბნელე, სროლა და ათასი უბედურება. ხომ შეეძლო, ვინმე ნათესავი წაეყვანა ან მეგობრის შვილი? არა, საქმისთვის რაც სჯობდა, ის არჩევანი გააკეთა. რა თქმა უნდა, დავთანხმდი, დავიწყეთ მზადება, მაგრამ ვერ წავედი, მამაჩემს ინსულტი დაემართა და უჯარმაში მომიწია კურორტის დირექტორად წასვლა. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, წავედი თუ ვერა, მე ამირან გამყრელიძის საქმისადმი დამოკიდებულებაზე მოგახსენებთ.
გავიდა მას შემდეგ 14-15 წელი, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვარ, ისმის კაბინეტის კარზე კაკუნი და შემოდის ბატონი ამირანი. ძალიან გამიხარდა, მოვიკითხეთ ერთმანეთი. მეუბნება, ტელევიზორში ვნახე შენი ინტერვიუ და გავიგე, სადაც მუშაობო. ჩემი ადგილი არ მოიძებნა საქართველოში და ნორვეგიაში ვკითხულობ ლექციებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციაზეო, უამრავ ხალხს ვხვდები და თუ რამე სარეკლამო მასალები გაქვს გამატანე და გავავრცელებ ნორვეგიაში, შვეიცარიაში, ჯანმო-ს სათაო ოფისში და საქართველოს იმიჯზე ვიზრუნებო. საზღვარგარეთ ყოველი გამგზავრების წინ, საკუთარი ფეხით შემომივლიდა, უამრავი მასალით დაიტვირთებოდა და მიდიოდა.
კიდევ შემიძლია ბევრი თბილი სიტყვა ვთქვა ამ ადამიანის შესახებ, მაგრამ მგონი საკმარისია, რათა დარწმუნდეთ, რომ ესაა ძალიან წესიერი და სამშობლოზე შეყვარებული ადამიანი. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთად ვთვლი ამირან გამყრელიძეს", - წერს გიგი ყუფარაძე.


მკითხველის კომენტარი (40)
მიხო
04 მაისი 2020 07:38
ამირან გამყრელიძე მართლა ღირსეული ადამიანია და ამ ჩანაწერშიც გამოჩნდა ეს თვალსაჩინოდ. რეზო თაბუკაშვილი ამბობდა 90-იან წლებში: დღეს პატრიოტიზმი პროფესიონალიზმიაო. ჰოდა, გარედანაც კარგად ჩანს უდიდესი პროფესიონალიზმი, თავმდაბლობა, ღირსება და ამავდროულად შეურიგებელობა დილეტანტიზმის, უტიფრობის წინააღმდეგ. თავისი არაჩვეულებივი გარეგნობით და ქართული იერით ბატონი ამირანი ჩემს წარმოსახვაში ჰგავს დავით აღმაშენებლის მეომარს - სარდალს, რომელიც სამშობლოსთვის ნებისმიერ ბრძლას მოიგებს. დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ბატონ ამირანს...
მზეონა კაკულია -ოჯახის ექიმი.
04 მაისი 2020 00:16
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ამირანს. ის მე არ მიცნობს. 10 მარტს იტალიიდან ჩამოვფრინდი მეუღლესთან და ახლო ნათესავებთან ერთად, წყალტუბოში გვიშვებდნენ, ვთხოვე ექიმი ვარ და იქნებ აქ დაგვტოვოთმეთქი, მაშინვე დაავალა -კოლეგები არიან და აქ დატოვეთო. დიდი მადლობა კოლეგიალობისთვის
marine samakli
03 მაისი 2020 22:54
უმრავლოს საქარტველოს ასეტი ერტგული და პატრიოტები დიდი მადლობა ბატონ ამირანს და ყველა იმ ერტგულ ექიმებს რომლებიც ამ გაცირვების დროს ამოუდგნენ ქარტველ ერს სგერდიტ ცვენ ამას სორიდან ვხედავტ დიდხანს სიცოცხლე ყველას
თინათინი
03 მაისი 2020 22:51
სხვათაშორის გიგი ყუფარაძეც კაცური კაცია, ტურიზმის დეპარტამენტიდან ვიცნობდი, ძალიან ობიექტურია და მიუკერძოებელი
მანანა
03 მაისი 2020 21:38
ასეთი კვალიფიკაციის პროფესიონალს და რაც მთავარია ქვეყნის ინტერესებზე მოამაგეს რომ უკადრებელს აკადრებ, ამით გამყრელიძეს კი არ ავნებ საკუთარ სიმდაბლეს გამოაჩენ! ღმერთმა გვიმრავლოს მისი დარი მამულიშვილი
!!!
03 მაისი 2020 21:19
ნუ აქვეყნებთ ამისთანა სტატიებს, თორემ კვესიტაძეს და მის დოსტებს გული მისდით და მათი ცოდვა თქვენზე იქნება.
n.
03 მაისი 2020 21:16
" ცუდსა რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი". რაც შეეხება საბჭოთა გადმონაშთს, ვინც ამას წერს ,ესეთები პირველყოფილი გადმონაშთები არიან, ადამიანის გაადამიანებამდე და ნეტა თავის თავს მიხედონ ., თვითონ რას წარმოადგენენ. ( თუმცა იციან რომ არაფერს არ წარმოადგენენ და იმიტომაც იბოღმებიან)
ბატონო ამირან ! თქვენნაირი ხალხი რაც მეტი იქნება ქვეყნიერებაზე მეტი სიკეთე და ბედნიერება იქნება- გაიხარეთ, იმრავლეთ.
ნანა
03 მაისი 2020 21:15
ადამიანი, რომელიც ამირან გამყრელიძის ინტელექტს ვერ დაინახავს, სულ ცოტა, ბრმაა
gogi
03 მაისი 2020 17:10
ბატონი ამირანის დარი ქართველები ჯერ კიდევ არსებობენ საქართველოში ,მაგრამ სააკაშვილიდან დაწყებული მთავრობები არც გააკარებენ ხელმძღვანელ თანამდებობებზე არც აწყობთ(ხელს შეუშლიან ზოგ ბნელ განზრახულობებში) განუზომელია მათი ღვაწლი დღევანდელ ვითარებაში.წარმოიდგინეთ სხვა უამრავ სფეროში რომ გვყავდეს ხელმძღვანელ თანამდებობებზე შესაბამისი კომპეტენციის, წესიერების და ქართული ცნობიერების ხალხი, სულ სხვა სახელმწიფო გვექნებოდა
nino
03 მაისი 2020 16:26
მადლობა ბატონ ამირანს გაიხარეთ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები