"ისმის კაბინეტის კარზე კაკუნი და შემოდის ბატონი ამირანი.... ხომ შეეძლო, ვინმე ნათესავი წაეყვანა" - რა ისტორიას იხსენებს პროფესორი გიგი ყუფარაძე
"ისმის კაბინეტის კარზე კაკუნი და შემოდის ბატონი ამირანი.... ხომ შეეძლო, ვინმე ნათესავი წაეყვანა" -  რა ისტორიას იხსენებს პროფესორი გიგი ყუფარაძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შესახებ პროფესორი გიგი ყუფარაძე სოციალურ ქსელში ისტორიას მოჰყვა:

"დიდი აგრესიაა ექიმების მიმართ. ერთ-ორი დღის წინ წავიკითხე, ამირან გამყრელიძეზე წერდა ვიღაც ქალბატონი, არაფერი იცისო, საბჭოთა გადმონაშთიაო და ა. შ. მე არ ვიცნობ იმნაძეს და ცერცვაძეს, მაგრამ კარგად ვიცნობ ბატონ ამირანს და მინდა ორიოდე სიტყვა დავწერო მასზე.

1992 წელს, ანუ 28 წლის წინ დისერტაციაზე ვმუშაობდი ჰოსპიტალური თერაპიის კათედრაზე. თემა იყო პულმონოლოგია, გარეგანი სუნთქვის ფუნქციები. ერთ
დღეს კაბინეტის კარზე კაკუნია, გავაღე და შემოვიდა ბატონი ამირანი. გამეცნო და მითხრა, გავიგე შენი სადისერტაციო თემის შესახებ, შენზეც შევკრიბე ცნობებიო, მეც ვმუშაობ სადოქტოროზე და მსგავსი თემა მაქვსო. მიმიწვიეს სამი თვით ავსტრიაში, ინსბრუკში, რათა სადოქტორო დავამთავრო, კიდევ გამომიყვეს ერთი ადგილი და მინდა შენ შემოგთავაზოო. შენ, მერე
თუ გენდომება, შეგიძლია 2 წელი დარჩეო. მეუბნება კაცს, რომელიც პირველად მხედავს. თან თვითონ მომძებნა და თვითონ მოვიდა. ისიც გაიხსენეთ, რა დროა, 1992 წელი - შიმშილი, სიცივე, სიბნელე, სროლა და ათასი უბედურება. ხომ შეეძლო, ვინმე ნათესავი წაეყვანა ან მეგობრის შვილი? არა, საქმისთვის რაც სჯობდა, ის არჩევანი გააკეთა. რა თქმა უნდა, დავთანხმდი, დავიწყეთ მზადება, მაგრამ ვერ წავედი, მამაჩემს ინსულტი დაემართა და უჯარმაში მომიწია კურორტის დირექტორად წასვლა. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, წავედი თუ ვერა, მე ამირან გამყრელიძის საქმისადმი დამოკიდებულებაზე მოგახსენებთ.
გავიდა მას შემდეგ 14-15 წელი, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვარ, ისმის კაბინეტის კარზე კაკუნი და შემოდის ბატონი ამირანი. ძალიან გამიხარდა, მოვიკითხეთ ერთმანეთი. მეუბნება, ტელევიზორში ვნახე შენი ინტერვიუ და გავიგე, სადაც მუშაობო. ჩემი ადგილი არ მოიძებნა საქართველოში და ნორვეგიაში ვკითხულობ ლექციებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციაზეო, უამრავ ხალხს ვხვდები და თუ რამე სარეკლამო მასალები გაქვს გამატანე და გავავრცელებ ნორვეგიაში, შვეიცარიაში, ჯანმო-ს სათაო ოფისში და საქართველოს იმიჯზე ვიზრუნებო. საზღვარგარეთ ყოველი გამგზავრების წინ, საკუთარი ფეხით შემომივლიდა, უამრავი მასალით დაიტვირთებოდა და მიდიოდა.
კიდევ შემიძლია ბევრი თბილი სიტყვა ვთქვა ამ ადამიანის შესახებ, მაგრამ მგონი საკმარისია, რათა დარწმუნდეთ, რომ ესაა ძალიან წესიერი და სამშობლოზე შეყვარებული ადამიანი. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთად ვთვლი ამირან გამყრელიძეს", - წერს გიგი ყუფარაძე.


მკითხველის კომენტარი (40)
status quo
03 მაისი 2020 15:44
ბატონი ამირანი მართლა წესიერი კაცია.ვირისგან წიხლი რა საწყენია?
bago
03 მაისი 2020 15:41
ასეტი ხალხი ცოტა დარცა სამწუხაროდ
მანანა
03 მაისი 2020 14:35
საამაყო ადამიანები - ჩვენი ექიმები.სამდურავი არც მთავრობაზე ითქმის.გაგვიმართლა, რომ ასეთი ექიმები და პრემიერი გვყავს თავისი გუნდით.მე პირადად სამსახურშიც გამიმართლა,მიყვარს ჩემი ეპჯ - შრომის მოყვარე, პასუხისმგებლიანი თანამშრომლებით და ამ სიკეთეებთან ერთად ნამდვილი კეთილი ხალხით სათავეში.
ნატა მ.
03 მაისი 2020 12:50
ამირან გამყრელიძისნაირი ადამიანები ერთეულები არიან. ეს ერთეულები ქმნიან ქართული სახელმწიფოს და ქართველი ერის ისტორიის საამაყო ეპიზოდებს. უბედურება ისაა, რომ მათზე გაცილებით მრავალრიცხოვანი უნიათო და ხელმოცარული შურით ავსებული კაცი ებრძვის ნიჭიერებას და ანგრევს დიდი შრომით აშენებულს.
ხათუნა
03 მაისი 2020 12:35
მეც ასე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი პროფესიონალი და წესიერი.
ნანა
03 მაისი 2020 12:21
გაიხარეთ,მიყვარს ობიექტური ადამიანები.
111
03 მაისი 2020 12:08
ერთეულები რომ ცუდს ამბობენ გამყრელიძეზე ეს არაფერს ნიშნავს, მთავარია ათასები და თითქმის მთელი საქართველო ვაქებთ და მადლიერები ვართ ამ დიდი პროფესიონალის, ჩვენი გმირი ექიმები, ხომ გააოცეს მსოფლიო ამ "საბჭოთა გადმონაშთებმა". შურს და ბოღმას რა დალევს ამ ქვეყანაზე. ღმერთს მადლობა რომ გვყავს გამყრელიძე, ცერცვაძე, რატიანი, ეზუგბაია და მთელი მედპერსონალი.
ლია
03 მაისი 2020 12:03
ღმერთმა გაგიმარჯოთ!!!
სიმართლეა
03 მაისი 2020 11:56
ფაშასააკიანცის რეჟიმის დროს ბატონი ამირანისნაირი ადამიანებისთვის საქართველოში სამუშაო არ იძებნებოდა!!!
იმიტომაც გაიხიზნა ხალხი ქვეყნიდან.... ძალიან ბევრი საერთოდ გადაბარგდა ოჯახებიანად...

ძალიან ცუდი რამეა მაგრამ ფაქტები უამრავია..

დიახ, იმ დაწყევლილი სააკფაშას პერიოდმა გაანადგურა ადამიანები!!!

დღეს კი ეს გაცოცხლებული ფაშისტებისსექტა ყველაფერზე მიდიან რომ რაც ვერ დაუმთავრეს ქვეყანას დაუმთავრონ (დაიჭირე ყველა ვინ შენი მონა არაა, გაანადგურე დედაბუდიანად, შენზე ჭკვიანი ყველა ციხეში!!,).

აი სწორედ ამას ედავებიან დღევანდელ ოცნებისტებს - მუმიების რეინკარნაცია რომ მოახდინეს!!!!! და კიდევ იმას ედავება ხალხი რომ ისე გაღორდნენ საკუთარ კანში ვეღარ ეტევიან!!!!

ეს შუაშისტები ხომ აქცევენ ქვეყანას!!! ხან ლურჯ მაისურს გადაიცვამენ, ხან წითელს - გააჩნია ვინაა ზემოთ მომჯდარი!!!

მოკლედ, იმან რამაც აქამდე მოიყვანა ქართველები - ენა, მამული, სარწმუნოება - ყოველივე ამაზეა შეტევა განადგურებისათვის !!

პ.ს. სასულიერო პირები რაღა ეშმაკმა გადაგრიათ? რა უბედურებაა ეს იარაღის ტრიალები და ფეოდალებივით მიწების ფლობა!!!! საუკუნეების წინ მამაოები ვირზე ამხედრებულები დადიოდნენ სოფელ-სოფელ!!!! ეხლა ვირები ჯიპებმა შეცვალეს!!!! ნაკლები ფასიანი მანქანები არ გეკადრებათ?

უფ, ბოდიში ძალიან გადავუხვიე, მარა უნებურად გულისტკივილს მოყვა..........ბატონი შესახებ მინდოდა სითბო გამომეხატა და მეთქვა რომ უდიდესი ადამიანია თავისი ნიჭით შეგნებით და ერისკაცობით, მადლობა მას ამისთვის.
llcl
03 მაისი 2020 11:27
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ქვეყნის სამსახურში ყველა ნამდვილი კაცი და ქალი, თორემ მთავარი ქათამი და მისი მონები მთავარ საქათმეში რას იტყვიან ამას ნორმალური ადამიანი არც უნდა აქცევდეს ყურადღებას

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები