"მაკას დიაგნოზი ძალიან მძიმე აღმოჩნდა... პაატა სულ საწოლთან ეჯდა, არ შორდებოდა. მომვლელიც, სანიტარიც, ექიმიც თავად იყო" - კვირის პალიტრა

"მაკას დიაგნოზი ძალიან მძიმე აღმოჩნდა... პაატა სულ საწოლთან ეჯდა, არ შორდებოდა. მომვლელიც, სანიტარიც, ექიმიც თავად იყო"

ქალბატონი ნუნუ დუმბაძე პაატა იმნაძის დედა გახლავთ. საოცრად თბილი, ყურადღებიანი, უშუალო ქალბატონი და 90 წლის ასაკში, ბევრ ახალგაზრდაზე თანამედროვე.

თითქმის 2 თვეა პაატა იმნაძე თითოეული ჩვენგანის "ოჯახის წევრი" გახდა. როგორია ის შინ, ნამდვილ ოჯახში, როგორი შვილი და მამაა, როგორ გადაიტანა რთული პერიოდი, რომელიც ახლო წარსულში ჰქონდა და რა მისწერა დედას ემოციური ეთერის შედეგ? - ამ ყველაფერზე ქალბატონმა ნუნუმ ჟურნალის - "გზა" მკითხველისთვის გულახდილად ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტრევიუდან:

მაკა მეძმარიაშვილი

პაატას გარდაცვლილი მეუღლე, მაკა მეძმარიაშვილი მხატვარი იყო. ისევე, როგორც მისი მშობლები და და. 2017 წელს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ამ ოთხი მეძმარიაშვილის შემოქმედების გამოფენა გავაკეთე. თბილისობის დღესასწაულს დაემთხვა, მაკას მამა ზურა მეძმარიაშვილი ახალი გარდაცვლილი იყო. ზურა არაერთი ფილმის ("მაგდანას ლურჯა", "დონ კიხოტი"...) მხატვრობის ავტორია, რეზო ჩხეიძესა და თენგიზ აბულაძესთან ერთად მუშაობდა, მთავარი მხატვარი იყო. მაკაც ძალიან ნიჭიერი და რაც მთავარია, კარგი ადამიანი გახლდათ. მისი გარდაცვალების ამბის გადატანა ძალიან გაგვიძნელდა.

- ეს განსაკუთრებით რთული ბატონი პაატასთვის იქნებოდა. - რა თქმა უნდა, მაკას ერთ დღეს გამოფენა ჰქონდა, მეორე დღეს თქვა, ცუდად ვარ, წელი მტკივაო, მსგავსი ჩივილი მანამდეც ჰქონდა. პაატამ უთხრა, გამოკვლევა ჩაიტარეო. ექიმთან წავიდა და... მაკა მეძმარიაშვილი: ავტოპორტრეტი 2009 წლის ნოემბერი იყო, დიაგნოზი ძალიან მძიმე აღმოჩნდა, ძვლის ტვინის სიმსივნე. პაატამ ავსტრიაში წაიყვანა, მაგრამ ეს ურთულესი დიაგნოზია, თურმე მილიონიდან ერთ ადამიანს ემართება. პაატა სულ საწოლთან ეჯდა, არ შორდებოდა. მომვლელიც, სანიტარიც, ექიმიც თავად იყო. ძალიან განიცადა, ურთულესი პერიოდი ჰქონდა. ბავშვები და პაატა მარტო რომ არ ყოფილიყვნენ, საცხოვრებლად მათთან გადმოვედი. ლიზი დედას ჰგავს, ტატა - მამამისს. მაკა მეძმარიაშვილის ნამუშევარი წლების შემდეგ პაატამ მეორედ იქორწინა. მისი ახლანდელი მეუღლე, ხათუნა გოგელია არაჩვეულებრივი პიროვნებაა. მათ ერთმანეთი ადრე ჰყვარებიათ, პაატასთან შედარებით ასაკით პატარაა. ხათუნამ ჩემი შვილის ცხოვრება გამოაკეთა, ყველაფერზე ხელი ჰქონდა ჩაქნეული, თავის თავზე ხომ საერთოდ აღარ ფიქრობდა. მიხარია, რომ შვილები მათი ერთად ყოფნის ამბავს კარგად შეხვდნენ. ახლა შვილიშვილებზე ერთად ზრუნავენ. ხათუნა პროფესორია, ხარისხი აქვს დაცული ბიოლოგიასა და ფსიქოლოგიაში. იხილეთ ინტერვიუ სრულად