"ჩემი ბავშვი, რომელსაც სწრაფმა ტესტმა კოვიდ-19 უჩვენა, შინ გამოუშვეს. მაინტერესებს, რამდენად სწორად მოიქცა კლინიკა?" - კვირის პალიტრა

"ჩემი ბავშვი, რომელსაც სწრაფმა ტესტმა კოვიდ-19 უჩვენა, შინ გამოუშვეს. მაინტერესებს, რამდენად სწორად მოიქცა კლინიკა?"

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ვინც არის კოვიდ-19 დაკავშირებული პროტოკოლის მცოდნე, მაინტერესებს ესეთი რამ:

გუშინ წინ ჩემი შვილი მივიყვანეთ კლინიკა mediclub-ში, ალერგიის შეტევის გამო. რადგან ბავშს წინა კვირას ჰქონდა სიცხე, მას კლინიკაში მოთავსებამდე გაუკეთეს სწრაფი ტესტი კოვიდ-19-ზე. სწრაფი ტესტის პასუხი იყო, რომ ბავშვს აქვს კოვიდ 19. ამის შემდგომ, ჩემი მეუღლე და ჩემი ბავშვი მოათავსეს ბოქსირებულ პალატაში. მეორე დღეს, გადამოწმების მიზნით, ბავშვს გაუკეთდა PCR ტესტი. PCR ტესტის პასუხი უნდა ყოფილიყო გუშინ საღამოს. აღმოჩნდა, რომ მეორე დღემდე PCR ტესტის პასუხი არ იქნებოდა. კლინიკა მედიქლაბის პერსონალმა ჩემს მეუღლეს გამოუცხადა, რომ მისიკ გაჩერება მეორე დღემდე ბოქსირებულ პალატაში არ შეიძლებოდა და შესთავაზეს არჩევანი, ან უნდა გადასულიყო ცხელების ცენტრში ან წასულიყო სახლში. ჩემმა მეუღლემ არჩია სახლში წამოსვლა ბავშვთან ერთად. შესაბამისად, როდესაც კლინიკამ ჩემი მეუღლე და ბავშვი გამოუშვა კლინიკიდან, ბავშვის დიაგნოზი, რომელიც სწრაფმა ტესტმა აჩვენა იყო, რომ მას ჰქონდა კოვიდ-19-ის დიაგნოზი. გარეთ 1.5 საათის ლოდინის შემდგომ (თან კლინიკაში მას არ უშვებდნენ) ჩემს მეუღლეს მოაწერინეს ხელი, რომ მას არ უნდოდა წასვლა ცხელების ცენტრში (ჩემმა მეუღლემ განუმარტა, რომ ის არ ამბობდა უარს მკურნალობის გაგრძელებაზე, მაგრამ მას უთხრეს, რომ მას კლინიკაში არ დატოვებდნენ და უნდა აერჩია სახლში წასვლა, ან ცხელების ცენტრში გადაყვან) და ბავშვვთან ერთად ის გამოუშვეს სახლში. ანუ, კოვიდ-19 დიაგნოზით (რომელიც ჯერ არ იყო უარყოფილი PCR ტესტით) კლინიკა mediclub-მა ჩემი ბავშვი და ჩემი მეუღლე გამოუშვა სახლში. მაინტერესებს, რამდენად მოიქცა სწორად კოვიდ-19 დადგენილი პროტოკოლის მიხედვით კლინიკა?

ასევე, ღამით, გვაცნობეს, რომ საბედნიეროდ, ლაბორატორიული შემოწმებით PCR ტესტმა, ბავშვზე კოვიდ-19 არ დაადასტურა. ასევე, ცალკე კიდევ გადაგვრია კლინიკა მედიქლაბის პედიატრმა, რომელიც გვიმტკიცებს, რომ PCR ტესტის მიუხედავად, ბავშვს აქვს კოვიდ-19, რადგან სწრაფმა ტესტმა ეს აჩვენა", - წერს გიორგი კლდიაშვილი სოციალურ ქსელში. (წყარო)