"ეს პერიოდი შეიძლება ვირუსთან ბრძოლის "გენერალურ რეპეტიციად“ ჩავთვალოთ" - კვირის პალიტრა

"ეს პერიოდი შეიძლება ვირუსთან ბრძოლის "გენერალურ რეპეტიციად“ ჩავთვალოთ"

ბოლო ერთი კვირის მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ რომ ვირუსი უკან იხევს. უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ეს დინამიკი თუ ასე გაგრძელდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ პიკი გადავლახეთ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ "მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით ზაფხულის პერიოდი ბევრად უფრო მსუბუქი გველის.

"ზაფხულის პერიოდი ბევრად უფრო მსუბუქი გველის და კორონავირუსისგან მეტად თავისუფლები ვიქნებით. მაგრამ წესები მაინც უნდა დავიცვათ. მსოფლიო ასეთი ტიპის პანდემიისთვის ბოლომდე მზად არ აღმოჩნდა. დინამიკაში, თანდათან ბევრი ხარვეზი გამოსწორდა. მომავალში, თუ კორონავირუსი მეორე ტალღა იქნება სამყარო უფრო მომზადებული შეხვდება. ვირუსთან ბრძოლის ეს პერიოდი შეიძლება "გენერალურ რეპეტიციად“ ჩავთვალოთ, რადგან ამ პანდემიამ გვასწავლა, რომ მიკრო სამყაროსთან ბრძოლა საკმაოდ, რთულია“, - აღნიშნა ინფექციონისტმა.