"ხელისუფლების გამპრავებლებო, მერამდენედ გაყენებთ ივანიშვილი უხერხულ მდგომარეობაში?" - როგორ ეხმაურებიან სოციალურ ქსელში უგულავა-ოქრუაშვილის გათავისუფლებას? - კვირის პალიტრა

"ხელისუფლების გამპრავებლებო, მერამდენედ გაყენებთ ივანიშვილი უხერხულ მდგომარეობაში?" - როგორ ეხმაურებიან სოციალურ ქსელში უგულავა-ოქრუაშვილის გათავისუფლებას?

15 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა. გიგი უგულავამ და ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმრო დაწესებულება დატოვეს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა საზოგადოებაში. მომხდარს სოციალურ ქსელში საზოგადოებისთვის ცნობილი წარმომადგენლები გამოეხმაურნენ:

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი: "ხელისუფლების მომხრეებო და გამპრავებლებო, მერამდენედ გაყენებთ ივანიშვილი უხერხულ მდგომარეობაში? დაგითვლიათ მაინც? "

დავით ზურაბიშვილი, "რესპუბლიკური პარტიის" წევრი: "მოკლედ მიხვდნენ როგორც იქნა ოკეანის გაღმა, რომ იმ კაცს, ვისიც არ ითქმის სახელი, ასე პირდაპირ და ნაჯახურად თუ არ უთხარი, ისე ყველაფერს სათავისოდ გებულობს და მერე სათავისოდ გაგებულის განხორციელებასაც ცდილობს თავისებურად. არადა, "დიდი დუბინკის" (ეს სიტყვა უფრო უხდება კონტექსტს, ვიდრე კომბალი ან ხელკეტი) პოლიტიკა რომ ამათი მოგონილია, ეტყობა ისევე დაავიწყდათ ჩვენთან, როგორც რეიგანს ქართული ანდაზა"

ლალი მოროშკინა, პიარტექნოლოგი: "ის არარსებული კორონა დაგმართნოდათ ჯობდა....დაახველებდით მაინც.."

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: "გვყავს ხელისუფლება, რომელიც ხან კეთილი, ხან ბოროტი გმირის როლს თამაშობს პროვინციული თეატრის სცენაზე.

სინამდვილეში, არც კეთილია, არც ბოროტი...

ერთი უემოციო ორგანიზმია..."

კახა კოჟორიძე, "ლელოს" წევრი: "ოცნება - სიტყვით დასავლეთი, საქმით ჩრდილოეთი!"

თინა ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი: "ტედ კრუზი არის ძალიან, ძალიან გავლენიანი სენატორი. უი ეგ იმათი ლობია არ მუშაობს.

მერამდენედ უნდა დაგემართოთ!

დილისთვის რამე უფრო დამაჯერებელი მოიფიქრეთ თორემ ერთად გვექცევა თავზე ეს პატარა ქვეყანა"