"400 ია­რა­ღი აქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი. რაში სჭირ­დე­ბო­და არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ია­რა­ღი?!" - რას ამბობს გივი სიხარულიძე დაკავებულ სიძეზე?
"400 ია­რა­ღი აქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი. რაში სჭირ­დე­ბო­და არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ია­რა­ღი?!" - რას ამბობს გივი სიხარულიძე დაკავებულ სიძეზე?
გი­ორ­გი რუ­რუა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 18 ნო­ემ­ბერს, სსკ-ის 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის და­ა­კა­ვეს, რაც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს. მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

ოპო­ზი­ცია გიორგი რუ­რუ­ას, გიგი უგუ­ლა­ვას, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­სა და 20 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნე­ბის დროს და­კა­ვე­ბუ­ლი ბე­სიკ თამ­ლი­ა­ნის გა­მოშ­ვე­ბას დიდი ხანი ითხოვ­და.

ახ­ლან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი­დან პა­ტიმ­რო­ბა­ში მხო­ლოდ გი­ორ­გი რუ­რუა რჩე­ბა. ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა და გიგი უგუ­ლა­ვამ სა­პა­ტიმ­რო გუ­შინ, პრე­ზი­დენ­ტის შე­წყა­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ტო­ვეს. 4 აპ­რილს კი ბე­სიკ
თამ­ლი­ა­ნი გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი რუ­რუ­ას შე­წყა­ლე­ბა ვერ შეძ­ლო, რად­გან მის მი­მართ ჯერ­ჯე­რო­ბით გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი სას­ჯე­ლი არ დამ­დგა­რა. თუმ­ცა, ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ შე­საძ­ლოა რუ­რუა ორ­შა­ბათს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ.

ცნო­ბი­ლი მწე­რა­ლი, მსა­ხი­ო­ბი, მო­ცეკ­ვა­ვე და უბ­რა­ლოდ თბი­ლი­სის კო­ლო­რი­ტი გივი სი­ხა­რუ­ლი­ძე გი­ორ­გი რუ­რუ­ას სი­მამ­რია. რუ­რუ­ას მისი შვი­ლიშ­ვი­ლი სოფო სი­ხა­რულ­ძე ჰყავს
ცო­ლად.

სი­ხა­რუ­ლი­ძის შე­ფა­სე­ბით რუ­რუა უკა­ნო­ნოდ არის და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი და ელო­დე­ბა რო­დის გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა პა­ტიმ­რო­ბი­დან.

გივი სი­ხა­რუ­ლი­ძე:
- გი­ორ­გი რუ­რუა ჩემი სი­ძეა, შვი­ლიშ­ვი­ლის მე­უღ­ლეა. სას­წა­უ­ლი, ან­გე­ლო­ზი­ვით შვილ­თაშ­ვი­ლი მყავს. მე არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს მის გა­მოშ­ვე­ბა­ზე, მაგ­რამ გი­ორ­გი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი უყ­ვარს, ჩემს შვი­ლიშ­ვილ­საც უყ­ვარს და ამი­ტომ ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ.

- მის და­კა­ვე­ბას რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით?
- ყვე­ლამ იცის, რომ მა­გას ია­რა­ღი არა­ფერ­ში არ სჭირ­დე­ბო­და. 400 ია­რა­ღი აქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად. რაში სჭირ­დე­ბო­და არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ია­რა­ღი?! არ იყო სწო­რი, რაც და­აბ­რა­ლეს. მისი გა­მოს­ვლა პრე­ზი­დენ­ტის შე­წყა­ლე­ბით არ მოხ­დე­ბა, სა­სა­მარ­თლო­თი უნდა გა­მო­ვი­დეს.

სოფო სი­ხა­რულ­ძეს და გი­ორ­გი რუ­რუ­ას ხში­რად ნა­ხავ­დით მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად სხვა­დას­ხვა აქ­ცი­ებ­ზე. გი­ორ­გის და­კა­ვე­ბი­დან ძა­ლი­ან მალე სო­ფომ სპე­ცა­ლუ­რი მი­მარ­თვაც კი გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ამ­ბობ­და:

"ჩვენ ყვე­ლა ვცდი­ლობთ, და­ვაგ­რო­ვოთ გა­მოც­დი­ლე­ბა, ვის­წავ­ლოთ შეც­დო­მებ­ზე, მაგ­რამ მივ­ხვდი, რომ მო­სა­მარ­თლე­ე­ბის­თვის არა­ფე­რი იც­ვლე­ბა. ათწლე­უ­ლე­ბია, მათი დღის წეს­რი­გი ერთი და იგი­ვეა, უბ­რა­ლოდ, იც­ვლე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც მათ მი­უ­თი­თებს, რა უნდა ქნან. ამი­ტომ, ჩემი აზ­რით, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ სის­ტე­მის ჩა­მოშ­ლა და რე­ფორ­მი­რე­ბა..." იხილეთ სრულად


მომესმა
18 მაისი 2020 12:23
400 იარაღი აქვს გაფორმებული????????????????? რაში სჭირდებოდა????????????????????
mamuka
18 მაისი 2020 10:38
კოლორიტ კაცს კოლორიტი სიძე ყავს!
?
18 მაისი 2020 10:17
გინდა ახტი გინდა დახტი,გივი ამ ქალაქის კოლორიტი და სახეა.ამ არა თბილისელმა კაცმა წლების განმავლობაში იმდენი სითბო და სიყვარული დაიმსახურა,რომ ის ძველი თბილისელების კოჰორტის აუცილებელი წარმომადგენელია.სამარცხვინოა მასზე ნათქვამი აუგი.ვინღა დაგვრჩა მაგ თაობიდან?

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები