სასულიერო პირების მიერ თბილისის ქუჩების ხატებით შემოვლა და მოსახლეობას დალოცვა მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

სასულიერო პირების მიერ თბილისის ქუჩების ხატებით შემოვლა და მოსახლეობას დალოცვა მიმდინარეობს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, ამ წუთებში, სასულიერო პირების მიერ თბილისის ქუჩების ხატებით შემოვლა და მოსახლეობას დალოცვა მიმდინარეობს.

ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის ერთკვირიანი ზეიმის დასრულების, აწყურის ღვთისმშობლის ხატის თბილისში შემობრძანებისა, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღეს აღნიშნავს.

ავტოკოლონით მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე დაიწყო.

საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ერთი კვირა გრძელდებოდა დღესასწაული, საქართველო წილხვედრია ღვთისმშობლისა და ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ შევთხოვდით ღვთისმშობელ დედას, რომ წყალობა მოეღო საქართველოსთვის. დღეს არის ოჯახის სიმტკიცის დღესასწაული. ჩვენ ვლოცულობთ, რომ ჩვენი ოჯახები მტკიცე იყოს, ქრისტიანული იყოს, მორწმუნე იყოს, სადაც სარწმუნოებაა ჭეშმარიტი, იქ სიხარულია, იქ სიყვარულია", - აღნიშნა პატრიარქმა.

"ინტერპრესნიუსი"