"ჩვენი მოქალაქეების პასუხისმგებლობის გრძნობა COVID19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ფასდაუდებელია" - რას წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"ჩვენი მოქალაქეების პასუხისმგებლობის გრძნობა COVID19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ფასდაუდებელია" - რას წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში?

ჩვენი მოქალაქეების მხრიდან პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა COVID19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ფასდაუდებელია , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" დაწერა.

პრემიერმა ასევე Washington Post-ის სტატია გააზიარა, რომელშიც ნათქვამია, რომ "მაშინ, როცა მეზობელ რუსეთში ვირუსი მძვინვარებს, საქართველო სიმშვიდის კუნძულია".

"ჩვენი მოქალაქეების მხრიდან პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, მთავრობის სწრაფი მოქმედება და ჩვენი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერა COVID19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ფასდაუდებელია" , - წერს გახარია.

"ინტერპრესნიუსი"