"როგორია? - ქალი კორონავირუსს დაემალა და საკუთარ სახლში ბრმა ტყვიამ მოკლა!" - კვირის პალიტრა

"როგორია? - ქალი კორონავირუსს დაემალა და საკუთარ სახლში ბრმა ტყვიამ მოკლა!"

"როცა შენს ხალხს უჭირს, შავ ჯიპზე ამხედრება სნობიზმი და მეშჩანობაა"

"თავისუფალი თეატრის" მსახიობმა კახა გოგიძემ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" შთამბეჭდავი სახე შექმნა: ის ყოფილი მომღერალი, პრეზიდენტი და დაუღლელი მოქეიფე - სულიკო დარდიანიძეა. გთავაზობთ ნაწყვეტს მსახიობის ინტერვიუდან, როელმიც ჟურნალ "გზას" მისცა:

- "კოვიდ 19"-ის გამო საქართველოც ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა: ათასობით ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე, რის გამოც ბევრი დეპრესიაში ჩავარდა. ამაზე რას გვეტყვით?

- ქართველები "მარტივი ფულის" შოვნაზე გადავედით, რამაც გამოიწვია ეს კოლაფსი. "გეორგიანელები" რომ გვქვია და ყურძენი და ქიშმიშიც კი ირანიდან შემოგვაქვს, არ გვრცხვენია?! პლანეტა გაჩერდა და აღმოჩნდა, რომ ასანთით დაწყებული, ხილით დამთავრებული, ჩვენსას ვერაფერს ვაწარმოებთ. სამწუხაროდ, საქართველო ჩარჩებისა და გადამყიდველების ქვეყნად იქცა! მე სოფელი მაქვს და კარგად ვიცი, რატომ ხდება ეს: იქაურები 3-4 წელია უკვე, ვეღარაფერს ყიდიან, რადგან ჩინოვნიკებს ურჩევნიათ, ჩვენი გლეხები დაჩაგრონ, ყველაფერი უცხოეთიდან შემოიტანონ და დიდი მოგება ნახონ, რომ მერე, ბოლო მოდელის ჯიპები იყიდონ და არხეინად იცხოვრონ. აქ კი ხალხი ღატაკდება და იტანჯება. ამტკიცებენ, ქართველი კაცი ზარმაციაო, მაგრამ ასე არ არის, თუ გზას არ მოუჭრი და სიმწრით მოყვანილ პროდუქტს არ დაულპობ. შემოაქვს ვიღაცას თურქული ან ირანული ყურძენი, ვაშლი, ბოსტნეული და ჩვენებურს ფასს უკარგავს - ამას რა ჰქვია, ხომ ვერ მეტყვით?! თურქეთში 2 ტომარა კარტოფილსაც ვერ შეიტან, საზღვარზე არ გადაგიშვებენ, რადგან იქ ადგილობრივ წარმოებას თვალისჩინივით უფრთხილდებიან, ჩვენთან კი - ყველაფერი უკუღმა ხდება!

- თქვენ რა გაღიზიანებთ ყველაზე მეტად ამ სიტუაციაში?

- ალბათ, გამონაკლისი არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ საქართველოში შერჩევითი სამართალია და ყოველთვის ასე იყო, მაგრამ ოდესმე ხომ უნდა დასრულდეს?! ვინც სახელმწიფოებრივად აზროვნებს, ყოველთვის ვიჩაგრებით და ის, ვინც კანონს არ ემორჩილება, არხეინად ცხოვრობს. მე რომ ნივთი მოვიპარე და ხელები დამაჭერი, უდანაშაულო ქალის მკვლელს მცირე სასჯელი არ უნდა აკმარო! ამ ფაქტმა მეც ძალიან შემაწუხა: როგორია? - ქალი კორონავირუსს დაემალა და საკუთარ სახლში ბრმა ტყვიამ მოკლა! აბა, რა უნდა თქვა ადამიანზე, რომელსაც იარაღის ტარების უფლება აქვს, კარანტინის დროს თვრება, აივანზე გამოდის და უმისამართოდ ისვრის?! ფსიქიატრები რატომ არ მუშაობენ ძალოვანებთან? ფსიქიატრმა გულმოდგინედ უნდა გასინჯოს ყველა, ვინც ძალოვან უწყებაში მუშაობას იწყებს და დაადგინოს, სისასტიკისკენ ხომ არა აქვთ მიდრეკილება. ასეთ ადამიანს ხელში იარაღი კი არ უნდა მისცე, ძალოვან სტრუქტურებს საერთოდ არ უნდა გააკარო. იხილეთ სრულად

იხილეთ ასევე: "თურმე თავი ჰქონდა გადაგდებული, ვეღარ მიხვდნენ ფანჯარა რატომ დაიმსხვრა" - რას ჰყვება დედის გარდაცვალებაზე მომღერალი