20-05-2020
მისი სიმღერები თითოეულმა ზეპირად იცით... ალბათ, უთვალავჯერ გიმღერიათ, ვინმესთვის მიგიძღვნიათ, გიღიღინიათ... მაგრამ ნაწილს, ალბათ, წარმოდგენაც არ გაქვთ, რომ თქვენი საყვარელი მელოდიები - "ქარი გიმღერის ნანასა..." ("საქართველოო ლამაზო"), "ყაყაჩოს ღვინო სალხინო", "ყველა სათავისოდ დაგკანკალებენ, ყველა თავისას გთხოვს", "მე ძლიერ მიჭირს შენი დათმობა", "სამი დღეა, დამიბრიყვა სევდამ" და სხვა, საოცრად მომხიბვლელმა და თბილისის კოლორიტმა კაცმა, თემო ნაცვლიშვილმა დაწერა. თანაც ყველა სიმღერას შესანიშნავი პოეტების ლექსები შეურჩია - ანა კალანდაძის, მუხრან მაჭავარიანის... "მამას ანას პირველი სიმღერა - "ქარი გიმღერის ნანასა"
- მამა ძალიან კარგად მღეროდა და, თურმე, კონსერვატორიაშიც უნდოდა ჩაბარება, ვოკალის განხრით. საერთოდ, ჩვენთან, ოჯახში ყველა მღეროდა - ბაბუმ, შალვამ და მისმა დამ უამრავი რომანსი იცოდნენ, მამას კი გამორჩეული ხმის ტემბრი ჰქონდა და ამიტომ მოინდომა ბებიამ, იგი ოპერის მომღერალი გამოსულიყო, მაგრამ... რატომღაც, მამა მაინც ისტორიულზე აღმოჩნდა. რაც შეეხება სიმღერებს, პირველი სტუდენტობისას, 19-20 წლის ასაკში და
წერა და ეს გახლდათ "ქარი გიმღერის ნანასა". მაშინ ანა კალანდაძის ლექსები დაბეჭდილიც არ იყო, მხოლოდ ხელნაწერი სახით ვრცელდებოდა და მამა პირადად არც კი იცნობდა პოეტს. იმ პერიოდში სტუდენტები ხშირად აწყობდნენ საღამოებს და მსახიობებსაც იწვევდნენ ხოლმე. ვერაზე, ჩვენს სახლში მოწყობილ ერთ-ერთ შეხვედრაზე ბატონი სერგო ზაქარიაძეც მოუპატიჟებიათ. სიმღერის მელოდია მამას უკვე შექმნილი ჰქონია და წაუღიღინებია. სერგო ზაქარიაძეს ანას ლექსები თან ჰქონია, ამოუღია და კითხვა დაუწყია. მელოდია მოუხდა სიტყვებს თუ პირიქით - სიტყვები მოიხდინა მელოდიამ, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, ერთმანეთს შეერწყა და ასე შეიქმნა ეს სიმღერა. მერე ეს ამბავი ანა კალანდაძემაც გაიგო, ერთმანეთსაც შეხვდნენ, გაეცნენ და ანამაც ძალიან მოიწონა მამას სიმღერები. შემდეგ მის ლექსზე სხვა სიმღერაც გაჩნდა - "ყაყაჩოს ღვინო სალხინო" და მამასა და ანა კალანდაძეს ბოლომდე ძალიან თბილი ურთიერთობა ჰქონდათ. იხილეთ სრულად
მოისმინეთ სიმღერა "საქართველოო ლამაზო" - ავტორის თემო ნაცვლიშვილის, გია ჭირაქაძისა და გოგი დოლიძის შესრულებით