აშშ ღია ცის შესახებ შეთანხმებას ტოვებს და რუსეთს მის დარღვევაში ადანაშაულებს - რას წერს "ასოშიეითედ პრესი" - კვირის პალიტრა

აშშ ღია ცის შესახებ შეთანხმებას ტოვებს და რუსეთს მის დარღვევაში ადანაშაულებს - რას წერს "ასოშიეითედ პრესი"

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ პარტნიორ ქვეყნებს აცნობა, რომ ტოვებს შეთანხმებას, რომელიც საშუალებას აძლევს 30-ზე მეტ ქვეყანას, შეასრულოს არაშეიარაღებული სადამკვირვებლო ფრენები ერთმანეთის ტერიტორიებზე - ფრენები, რომლებიც თავიდანვე შექმნილია ნდობის წასახალისებლად და აშშ-ისა და რუსეთს შორის კონფლიქტის აღსაკვეთად. ამის შესახებ "ასოშიეითიდ პრესი" იუწყება.

ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სურთ "ღია ცის" შეთანხმებიდან გავიდნენ იმიტომ, რომ რუსეთი არღვევს პაკეტს და ფრენების დროს შეგროვებული გამოსახულებების მიღება შესაძლებელი იქნება, ნაკლები დანახარჯებით აშშ-დან ან კომერციული თანამგზავრებიდან.

"თუმცა, მოსალოდნელია, რომ შეთანხმებიდან გასვლა გააუარესებს მოსკოვთან ურთიერთობებს და გამოიწვევს კონგრესის ზოგიერთი წევრის და ევროპელი მოკავშირეების უკმაყოფილებას, რომლებიც სარგებელს ნახულობენ იმ გამოსახულებებიდან, რომლებიც გროვდება ღია ცის ფრენების დროს, ამერიკის მიერ" , - ნათქვამია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"