რა საბუთის წარდგენა მოუწევთ ტურისტებს საქართველოში შემოსვლისას
რა საბუთის წარდგენა მოუწევთ ტურისტებს საქართველოში შემოსვლისას
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ტურისტებს სავარაუდოდ, საქართველოში შემოსვლისას დოკუმენტის წარდგენა მოუწევთ, რომ ბოლო 72 საათში გამოკვლეული არიან და მათი პასუხი უარყოფითია.

გამყრელიძის თქმით, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და ტურისტების მიღება მოხდება საერთაშორისო და საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით.

"პირველ რიგში, ეს იქნება ეგრეთ წოდებული მწვანე ქვეყნები და მწვანე დერეფნებიდან მიღებული ტურისტები, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი არის
დაბალი და რა თქმა უნდა, იქნება პირობები მათი ქვეყანაში შემოსვლის და გადაადგილების. ჩვენ მაქსიმალურად ისეთ პირობებს დავაწესებთ, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს ძალიან მკაცრიც, რომ ადამიანს არ მოუნდეს შენთან ჩამოსვლა, მაგრამ უნდა იყოს ადვილად შესრულებადი და უნდა შეუწყო ხელი იმიტომ, რომ იგივე ჩვენი მოქალაქეები უნდა გავიდნენ ზაფხულში სხვაგან და შესაბამისად,ეს იქნება ურთიერთშეთანხმებების საფუძველზე.
ალბათ შემოვა ე.წ. კოვიდის პასპორტივით მსგავსი დოკუმენტი, რომ ბოლო 72 საათში გამოკვლეული უნდა იყო და გქონდეს უარყოფითი რეაქცია PCR-ით. შემდეგ კიდევ მიდევნების აპლიკაციები არსებობს და ბევრი მექანიზმია. მაგალითად, საბერძნეთი ამის გამოყენებას უკვე წარმატებით იწყებს. საქართველოში ინფექციის გავრცელება დაბალია, ამიტომ ტურისტული პოტენციალი ძლიერია,"-აღნიშნა გამყრელიძემ.

რაც შეეხება შიდა ტურისტს, ამირან გამყრელიძის თქმით, სასურველია რომ წელს შიდა ტურიზმი მეტად განვითარდეს და ეს დამატებითი კვლევების საჭიროებას არ წარმოშობს.

" შიდა ტურიზმი წელს ქვეყანაში მეტად უნდა განვითარდეს და მინდა,რომ ჩვენ ყველამ საქართველო უკეთ გავიცნოთ. მას დამატებით არავითარი კვლევები არ სჭირდება, თუ რა თქმა უნდა, არ გვაქვს ის რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, ანუ ტემპერატურა და სხვა სიმპტომები. ჩვენ ტესტირებას სეროზულად ვაფართოებთ. გავაოთხმაგეთ ჩვენ PCR ტესტირება და დღიურად 3000-მდე ავალთ ივნისში, ტურიზმის განვითარებასთან ერთად ეს აუცილებელია,"-აღნიშნა გამყრელიძემ.

"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?