"არც ერთი იყო ფრანგი და არც მეორე ეგვიპტელი, ორივე ბედკრული საქართველოს შვილები იყვნენ" - კვირის პალიტრა

"არც ერთი იყო ფრანგი და არც მეორე ეგვიპტელი, ორივე ბედკრული საქართველოს შვილები იყვნენ"

შვედეთის საქართველოსთან შედარება არ შეიძლება, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კითხვას, თუ რატომ არ იხელმძღვანელეს მათ ჩOVID-19-თან ბრძოლაში შვედეთის ხელისუფლების მოდელით. როგორც პაატა იმნაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, საბოლოოდ, შეიძლება თქვას, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში აღნიშნული ქვეყნის მიდგომამ აბსოლუტურად არ გაამართლა.

"საინტერესოა, რომ ერთი ფრთა საუბრობს შვედეთზე, მეორე - ბელარუსზე. სხვათაშორის, ბელარუსში გაცილებით ნაკლები შეზღუდვა იყო, ვიდრე შვედეთში. იქ, პრაქტიკულად, არაფერი შეზღუდვა არ ყოფილა. ანუ, ამ ორმა ქვეყანამ მსოფლიოში ყველა სხვა ქვეყნისგან განსხვავებული მიდგომა აირჩია. შვედებმა მეცნიერული მტკიცებულებებით კვლევა უკვე გამოაქვეყნეს. შეიძლება თქვას, რომ აბსოლუტურად არ გაამართლა ამ მიდგომამ. შვედეთის საქართველოსთან შედარება არ შეიძლება, არც იტალიასთან და ესპანეთთან, რადგან ცხოვრების სტილი, ოჯახების დამოკიდებულება სხვაა. ყველაფერს რომ დავი დავანებოთ, მოქალაქეების 50 % ცალკე ცხოვრობს. მოსახლეობაზე თუ ვიანგარიშებთ, შვედეთში 6-ჯერ მეტი არის დაღუპული, ვიდრე დანიაში. ეს არის შვედეთის ექსპერიმენტის შედეგი. ასევე, ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში. ზოგს ბელარუსის მოდელი მოსწონს, ზოგს - შვედეთის. არც ერთი იყო ფრანგი და არც მეორე ეგვიპტელი, ორივე ბედკრული საქართველოს შვილები იყვნენ", - განაცხადა იმნაძემ.

მისი განმარტებით, პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორი გზაა გასავლელი.

"ჯერ არაფერი ჩანს იმისა, რომ პანდემია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დასრულებულად გამოაცხადოს. აქამდე ჯერ კიდევ ძალიან შორია, პანდემია არ დასრულებულა. ვნახოთ, რა მოხდება", - განაცხადა იმნაძემ.

"ინტერპრესნიუსი"